ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.08.2010 ძალადაკარგული 05.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.128.000294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.128.000.294

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 2 აგვისტო

დ. ხარაგაული

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჭიროა შემოღებულ იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემოღებული იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები.

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური პირისათვის განისაზღვრება 0.5 ლარის ოდენობით;

გ) იურიდიული პირისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 15 ლარის ოდენობით.

დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0.5 ლარის ოდენობით არა უმეტეს 25 ლარისა“ 1 მ​3 ნარჩენზე;

 ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143 – 173 კმ. გზის ) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა 1 მ 3 ნარჩენზე განისაზღვროს 25 ლარით.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით) აზარტული, აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:

ბ) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;

გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;

დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარის ოდენობით;

ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე კვარტალში –12 000 ლარი;

ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 12%.

4. სატენდერო მოსაკრებელი: ( ძალაშია 2010 წლის 1 დეკემბრამდე).

ა) გადამხდელია ის პრეტენდენტი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის იღებს სატენდერო დოკუმენტებს.

ბ) ტენდერის ჩატარების შემთხვევაში დაწესდეს მოსაკრებელი 150 ლარის ოდენობით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №31-სსმV, №28, 22.09.2010წ., მუხ.800

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №45-სსმV, №52, 17.11.2010წ., მუხ.1557

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №19 დადგენილება.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №31-სსმV, №28, 22.09.2010წ., მუხ.800

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №45-სსმV, №52, 17.11.2010წ., მუხ.1557

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №18, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.000294 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1151993-2/