თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.08.2010 ძალადაკარგული 18.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.000395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.154.000.395

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2010 წლის 12 აგვისტო

დ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

შეტანილი ცვლილებები:

1. თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება №56 - სსმV, №32, 30.09.2010წ.,მუხ.942

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება № 5 6 - სსმV, № 32 , 30.09 .2010წ.,მუხ. 94 2

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;

დ) კომისიას ასარჩევად წარუდგენს ამ დებულებით განსაზღვრული კომისიის სტრუქტურული ერთეულების – ქვეკომისიების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს. კომისიის ქვეკომისიების სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს. უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას ;

ე) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ვ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად ;

თ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება № 5 6 - სსმV, № 32 , 30.09 .2010წ.,მუხ. 94 2

    მუხლი 3 ​1. ქვეკომისიები

1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილ ე ბათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას ქვეკომისიები.

2. ქვეკომისიის ხელმძღვანელებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრთა გადანაწილებას ქვეკომისიებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახორციელებს ქვეკომისიის ხელმძღვანელი და ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე ქვეკომისიის წევრი.

3. ქვეკომისიის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ქვეკომისიის სამუშაო გეგმის შედგენას და მის შესრულებას, ქვეკომისიის სხდომების მოწვევას და წარმართვას.

4. ქვეკომისიის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება № 5 6 - სსმV, № 32 , 30.09 .2010წ.,მუხ. 94 2

    მუხლი 4. კომისიის საკონსულტაციო საბჭო

1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, აგრეთვე ადმინისტრაციული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს.

3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება № 5 6 - სსმV, № 32 , 30.09 .2010წ.,მუხ. 94 2

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის, მისი სტრუქტურული ერთეულების და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2 . კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით , საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

თიანეთ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბ რის დ ადგენილება № 5 6 - სსმV, № 32 , 30.09 .2010წ.,მუხ. 94 2

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.000395 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1154241-1/