წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ძალადაკარგული 22.08.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.000194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.122.000.194

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2010 წლის 28 ივლისი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდების ნუმერაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებზე, ასევე მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული მართვის ორგანოებზე (დანართი №1).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ბეჭდით ამოწმებენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ დოკუმენტაციას.

4. ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშზე ოპერაციათა წარმოებისას, აგრეთვე საბუღალტრო-სააღრიცხვო და საბიუჯეტო ანგარიშგების საფინანსო დოკუმენტაცია მოწმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №3 გამგეობის საფინანსო სამსახურის ბეჭდით.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭედზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 სექტემბრის №99 დადგენილება.

 6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას /გ. შუბლაძე/.

7. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალრუბოს რაიონულ სასამართლოში (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი ზ.მეტრეველი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №52-სსმV, №36, 11.10.2010წ.,მუხ.1051

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 05.01.2011წ.

 

 

დანართი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ი და აღმასრულებელი ორგანოების, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული

ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია

№1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

№2

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

№3

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

№4

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

№5

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

№6

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

№7

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №8 1 - ვებგვერდი , 05.01.2011 წ .

№8

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

№9

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური.

№10

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

№11

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო

№12

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№13

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარცხანაყანე ბ ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№14

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გვიშტიბის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№15

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მექვენის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№16

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№17

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის რიონის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფშკვითის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№19

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№20

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გუმბრის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№21

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№22

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საყულიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№23

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№24

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№25

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№26

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გეგუთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№27

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხუნკურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

№28

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება № 52 - სსმ V, № 36 , 11.10.2010 წ ., მუხ . 1051

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“, №37, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000194 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1154625-2/