ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2010 ძალადაკარგული 17.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.129.000360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 19/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.129.000.360

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატრიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწ-ყობის სამსახურის დებულება (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 ნოემბრის №37 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. კაპანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 21 .03.2013წ.

დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 8 – ვებგვერდი, 21.03.2013წ.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ზ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;

თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ლ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

მ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.

    მუხლი 4. (ამოღებულია )

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 8 – ვებგვერდი, 21.03.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №8, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.129.000360 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1154883-1/