სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 31.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.168.000690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 13/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.168.000.690

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 13 თებერვლის №16 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 17.02.2012 წ.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 19.11.2012 წ.

დანართი №1

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო   მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

№

თანამდებობის   დასახელება

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

(ლარობით )

1

საკრებულოს თავმჯდომარე , გამგებელი

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

გამგებლის მოადგილე

1300

4

საკრებულოს აპარატის უფროსი , სამასახურის უფროსი , თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

1000

5

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე , საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1350

6

განყოფილების უფროსი

810

7

გამგებლის თანაშემწე

790

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი :

მთავარი სპეციალისტი

წამყვანი სპეციალისტი

უფროსი სპეციალისტი

  სპეციალისტი

 

560

550

450

350

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 17.02.2012 წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 19.11.2012 წ.

 

 

დანართი №2

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

№

თანამდებობის   დასახელება

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

(ლარობით )

1

სამსახურის უფროსი

1000

2

მთავარი სპეციალისტი

560

3

წამყვანი სპეციალისტი

550

4

უფროსი სპეციალისტი

400

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 17.02.2012 წ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 19.11.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №24, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.168.000690 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155003-2/