სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.07.2010 ძალადაკარგული 09.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.120.000149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.120.000.149

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

2010 წლის 26 ივლისი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს 726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);

    მუხლი 2

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №2);

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 დეკემბრის №78 დადგენილება.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.ჯვარშეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 5 მარტის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 13.03.2012წ.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №23 – ვებგვერდი, 19.10.2012წ.

დანართი №1

 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №23 – ვებგვერდი, 19.10.2012წ.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თვეში ( ლარი)

1

საკრებულოს თვმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე

1900

3

საკრებულოს კომისიის თვმჯდომარე

1050

4

საკრებულოს ფრაქციის თვმჯდომარე

1050

5

აპარატის უფროსი

1290

6

მთავარი სპეციალისტი

560

7

წამყვანი სპეციალისტი

540

8

უფროსი სპეციალისტი

520

9

სპეციალისტი

500

 

დანართი №2

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 5 მარტის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 13.03.2012წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №23 – ვებგვერდი, 19.10.2012წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთე ბი

თვეში ( ლარი)

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის მოადგილე

1500

3

გამგეობის სამსახურის უფროსი

1290

4

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

5

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

6

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-თვითმმართველი ერთეულის   რწმუნებული

1290

7

მთავარი სპეციალისტი

560

8

წამყვანი სპეციალისტი

540

9

უფროსი სპეციალისტი

520

10

სპეციალისტი

500

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №11, 26.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.000149 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155083-3/