1. საგანგებო მდგომარეობის ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის უფლება ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. დეკრეტი საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
2. თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ იქნება ცნობილი.
3. სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ სრულდება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-159-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 64-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით და განმარტა, რომ თუ დამსაქმებელი გაფიცვის პროცედურას კანონდარღვევით მიმდინარედ მიიჩნევს, მას შეუძლია, გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
- საქმე №ას-55-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2022
ლ) ამ კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 51 (20)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 51; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-930-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
ამასთან, სადავო პერიოდისთვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელს გაფიცვის უკანონოდ ცნობის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
- საქმე №ას-226-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
…მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოლექტიური დავის დროს მისმა მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი, ხასიათი. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.
- საქმე №ას-422-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.
- საქმე №ას-480-461-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
- საქმე №ას-834-798-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-397-370-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2010
- საქმე №820210016001540296 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №010210016001423056 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2019
- საქმე №010210017002114504 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №030210017002022513 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება