1. გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.
2. თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა და აუნაზღაუროს მას გაცდენილი სამუშაო საათები.
3. დასაქმებული, რომელიც არ მონაწილეობდა გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდა სამუშაოს, მხარეთა შეთანხმებით, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის მიხედვით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-159-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 64-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით და განმარტა, რომ თუ დამსაქმებელი გაფიცვის პროცედურას კანონდარღვევით მიმდინარედ მიიჩნევს, მას შეუძლია, გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 52 (4)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 52; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-284-606-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2009
აპელანტის ის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 52.2 მუხლის ანალოგიით, პალატამ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული ნორმა შეეხება ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, დასაქმებულის შრომით გარანტიებს, კერძოდ, მის სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.
- საქმე №820210016001540296 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2019
…თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა;
- საქმე №010210016001423056 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2019
…თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაფიცვა–- დასაქმებულის მო--წილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.
- საქმე №010210016001423056 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.04.2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება