ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2010 ძალადაკარგული 30.07.2012
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №236

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს თანდართული „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან .

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 13.01.2011 წ.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.08.2011 წ.

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

6. ძალადაკარგულია 2012 წლის 1 ივლისიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

8. ძალადაკარგულია 2012 წლის 1ოქტომბრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი

    მუხლი 1

  1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, ს აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ში (შემდგომში – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე) იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახ ე ლმწიფო რეესტრი).

 2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ე ს ვებგვერდზე.

  3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 2

  1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში არეგისტრირებს და აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.

 2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.

 3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

    მუხლი 3

  1. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-3- მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას – მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.

 2. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 3 . ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.

 4 . საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.

 5 . საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ ი აქტებ ი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

 6 . საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

 7 . საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

 8 . ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.

 9. (ამოღებულია - 29.12.11 №157).

  10. გამოქვეყნებისათვის წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-3- მე-7 პუნქტებში მითითებულ ი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ა ) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნ ა.

 1 1. გამოქვეყნებისათვის ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.

11​1 . თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.

  12. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, გამოსაქვეყნებლად წარდგენილ უნდა იქნე ს აკინძული სახით . ამ შემთხვევაში ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა უნდა დაესვას ბოლო ფურცლის უკანა მხარეს ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.08.2011 წ.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

    მუხლი 4

1. საქართველოს საკანონდებლო მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი საქართველო საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.

2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

3 . ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.

4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებ ა ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და გამოქვეყნებას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

    მუხლი 5

სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული);

ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;

ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

    მუხლი 6

1. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარ ად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.

2. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).

3. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.

    მუხლი 7

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით .

    მუხლი 8

1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი

01

2

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

02

3

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება

03

4

საქართველოს ორგანული კანონი

04

5

საქართველოს კანონი

05

6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

06

7

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

07

8

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

08

9

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

09

10

საქართველოს მთავრობის დადგენილება

10

11

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება

11

12

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება

13

13

აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება

14

14

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება

15

15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

 მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება

16

16

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება

17

17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

18

18

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება

19

19

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება

20

20

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

 თავმჯდომარის ბრძანება

57

21

საქართველოს მინისტრის ბრძანება

22

22

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება

56

23

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება

42

24

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება

43

25

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება

44

26

სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება

45

27

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება

46

28

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება

48

29

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

54

30

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

55

31

სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი

40

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი

კოდები:

№

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

29

2

ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

30

3

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება

31

4

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

32

5

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება

33

6

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება

34

7

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი

51

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება

35

2

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

36

3

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება

37

4

ქ. თბილისის მერის ბრძანება

52

5

ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება

53

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 13.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

    მუხლი 9

1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

№

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

საქართველოს პარლამენტი

001

2

საქართველოს პრეზიდენტი

002

3

საქართველოს მთავრობა

003

4

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

004

5

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია

006

6

აუდიტორული საქმიანობის საბჭო

007

7

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

008

8

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

009

9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

010

10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

011

11

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

012

12

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

013

13

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

069

14

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი

068

15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

022

16

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

023

17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

024

18

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

025

19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

026

20

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

027

21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

029

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

030

23

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

032

24

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

033

25

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

034

26

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

035

27

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

037

28

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

038

29

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

047

30

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

048

31

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

064

32

სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

050

33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

051

34

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

054

35

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

055

36

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე

065

37

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

066

38

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

067

39

სხვა ადმინისტრაციული ორგანო

036

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

№

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

056

2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

057

3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

058

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

059

5

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

060

6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

061

7

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

062

8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

063

3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

თვითმმართველი ერთეული

კოდი

1

საქართველოს დედაქალაქი – თბილისი

101

2

აჟარის მუნიციპალიტეტი

102

3

მესტიის მუნიციპალიტეტი

103

4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

104

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

105

6

ხობის მუნიციპალიტეტი

106

7

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

107

8

სენაკის მუნიციპალიტეტი

108

9

მარტვილის მუნიციპალიტეტი

109

10

აბაშის მუნიციპალიტეტი

110

11

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

111

12

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

112

13

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

113

14

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

114

15

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

115

16

ცაგერის მუნიციპალიტეტი

116

17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

117

18

ონის მუნიციპალიტეტი

118

19

ხონის მუნიციპალიტეტი

119

20

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

120

21

ვანის მუნიციპალიტეტი

121

22

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

122

23

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

123

24

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

124

25

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

125

26

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

126

27

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

127

28

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

128

29

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

129

30

საჩხერის მუნიციპალიტეტი

130

31

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

131

32

თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

132

33

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

133

34

ქედის მუნიციპალიტეტი

134

35

შუახევის მუნიციპალიტეტი

135

36

ხულოს მუნიციპალიტეტი

136

37

ადიგენის მუნიციპალიტეტი

137

38

ახალციხის მუნიციპალიტეტი

138

39

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

139

40

ასპინძის მუნიციპალიტეტი

140

41

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

141

42

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

142

43

ხაშურის მუნიციპალიტეტი

143

44

ქარელის მუნიციპალიტეტი

144

45

თიღვის მუნიციპალიტეტი

145

46

ქურთის მუნიციპალიტეტი

146

47

ერედვის მუნიციპალიტეტი

147

48

გორის მუნიციპალიტეტი

148

49

კასპის მუნიციპალიტეტი

149

50

ახალგორის მუნიციპალიტეტი

150

51

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

151

52

დუშეთის მუნიციპალიტეტი

152

53

მცხეთის მუნიციპალიტეტი

153

54

თიანეთის მუნიციპალიტეტი

154

55

წალკის მუნიციპალიტეტი

155

56

დმანისის მუნიციპალიტეტი

156

57

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

157

58

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

158

59

მარნეულის მუნიციპალიტეტი

159

60

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

160

61

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

161

62

ახმეტის მუნიციპალიტეტი

162

63

თელავის მუნიციპალიტეტი

163

64

ყვარლის მუნიციპალიტეტი

164

65

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

165

66

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

166

67

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

167

68

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

168

69

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

169

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 13.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 22.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 28.06.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №120 - ვებგვერდი, 22.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

    მუხლი 10

1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ე ს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.

2 . ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.

3. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად,  ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.

5. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.

6. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

დანართი №1

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა

 

№

ნორმატიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი )

ორგანოს (თანამდებობის პირის ) სახელწოდება

ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური

მიღების (გამოცემის ) თარიღი და ადგილი

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი ) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული))

ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 157 - ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“, №236, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1157700-8/