თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2010 ძალადაკარგული 04.08.2014
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.160.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №46

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32​6 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშ ა ობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შ ესახვედრად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.

    მუხლი 2

საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი.

    მუხლი 3

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ ყოველთვიურად , საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანაზღაურების დარიცხვა.

    მუხლი 4

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2011 წლის იანვრის თვეში წარსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს 2011 წლის 1 იანვრიდან შესრულებული დავალებების თაობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე     კ . გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 8 იანვრის დადგენილება №53 - ვებგვერდი 12.01.2011 წ.

2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №170 - ვებგვერდი 31.07.2012 წ.

 

დანართი

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან

დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა

№

თანამდებობის დასახელება

ანაზღაურების ოდენობა (ლარი)

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი)

საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის

საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს თავმჯდომარე

500

1000

375

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

300

700

250

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

300

600

225

4

კომისიის თავმჯდომარე

250

250

125

5

ფრაქციის თავმჯდომარე

250

250

125

6

საკრებულოს წევრი

125

125

125

7

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე

125

250

250

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 8 იანვრის დადგენილება №53 - ვებგვერდი 12.01.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №170 - ვებგვერდი 31.07.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №46, 27.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.160.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1158035-2/