საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2010 ძალადაკარგული 28.12.2011
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 171, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საგარეო საქმე თ ა მინისტრის

ბრძანება №295

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);

 ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2);

ბ​1) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად (დანართი №2ა);

გ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი” (დანართი №3);

 დ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №4);

ე) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრ ის ბრძანება №242 - ვებგვერდი, 17.10.2011წ.

2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.9 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი.

3. საანგარიშგებო პერიოდში №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში –მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ღირებულება – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე იმ პერიოდისათვის არსებული დადგენილი ტარიფების მიხედვით (ერთი ან ორი მიმართულებით);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-სა, ხოლო ოჯახზე- არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.

5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრ ების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მისი და მისი ოჯახის წევრების მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.

6. მოსამსახურე ს, რომელიც როტაციი ს წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ერთჯერადი გასაცემლის სახით აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯები (მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯები) არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობ ი ს ა.

7. მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები);

გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).

8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე.

10. მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი ს მიხედვით.

11. მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება:

ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკონომ” – კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით;

გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

12. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.

13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში მგზავრობის ღირებულების ,,ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების ფარგლებში.

 14. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას მოსამსახურეს უ ნა რჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.

15. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

16. მოსამსახურე ს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები.

17. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-19 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.

18. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 19. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნ ე ს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში (როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საავანსო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ერთი თვის ანაზღაურების ოდენობას) შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 20. ამ ბრძანების მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ი საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს.

21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

21​1 . განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი დონის წარმომადგენლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბინის დაქირავებისა და შენახვის ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნ ე ს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

21​2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ბრძანების №2ა დანართით დადგენილი თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრ ის ბრძანება №242 - ვებგვერდი, 17.10.2011წ.

22. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №267 ბრძანება.

23. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

24. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

25. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

გ. ვაშაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრ ის ბრძანება №242 - ვებგვერდი, 17.10.2011წ.

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;

ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:

ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.

    მუხლი 3

მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D + (– T + F)

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია;

 ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H x A x K ) x (100+C x Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q – ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7).

გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

დ.გ.ბ) დიპ ლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

    მუხლი 4

1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინე ბის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.

2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის თარიღის გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურე ვალდებულია სამი დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები

№

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი

100

2

 გენერალური კონსული

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე/საერთშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი

65

6

ვიცე-კონსული, პირველი მდივანი

60

7

მეორე მდივანი

55

8

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

9

მძღოლი

40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.

დანართი №2ა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად

 

№

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;  საგანგებო დავალებათა ელჩი

 

100

2

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

75

3

სამმართველოს უფროსი

70

4

მრჩეველი

65

5

პირველი მდივანი

60

6

მეორე მდივანი

55

7

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

8

მძღოლი

40

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრ ის ბრძანება №242 - ვებგვერდი, 17.10.2011წ.

დანართი №3

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი

№

ადგილსამყოფელის ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი

ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი

ბინა

1

ავსტრიის რესპუბლიკა

1.760

21

2

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

1.281

24

3

აშშ ქ. ვაშინგტონი

1.637

28

4

აშშ ქ. ნიუ-იორკი

1.882

32

5

ბელარუსის რესპუბლიკა

1.320

21

6

ბელგიის სამეფო

1.750

18

7

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.8

32

8

ბულგარეთის რესპუბლიკა

1.365

14

9

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.793

28

10

დანიის სამეფო

1.903

26

11

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

1.982

30

12

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

1.268

21

13

ესპანეთის სამეფო

1.710

23

14

ესტონეთის რესპუბლიკა

1.473

20

15

თურქეთის რესპუბლიკა

1.573

21

16

თურქმენეთი

1.327

11

17

იაპონია

2.260

29

18

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

1.263

17

19

ირანის ისლამური რესპუბლიკა

1.472

24

20

ისრაელის სახელმწიფო

1.563

21

21

იტალიის რესპუბლიკა

1.791

22

22

ინდოეთის რესპუბლიკა

1.320

24

23

ირლანდია

1.675

27

24

კვიპროსის რესპუბლიკა

1.575

20

25

კანადა

1.525

23

26

კორეის რესპუბლიკა

 1.402

 21

27

ლატვიის რესპუბლიკა

1.570

21

28

ლიტვის რესპუბლიკა

1.514

19

29

მოლდოვას რესპუბლიკა

1.410

15

30

მექსიკის შეერთებული შტატები

1.376

23

31

ნიდერლანდების სამეფო

1.711

25

32

პოლონეთის რესპუბლიკა

1.594

21

33

პორტუგალიის რესპუბლიკა

1.501

22

34

რუსეთის ფედერაცია

1.761

27

35

რუმინეთი

1.493

21

36

საბერძნეთის რესპუბლიკა

1.634

17

37

საფრანგეთის რესპუბლიკა

1.799

23

38

სლოვაკეთის რესპუბლიკა

1.636

20

39

სომხეთის რესპუბლიკა

1.144

18

40

სლოვენიის რესპუბლიკა    

1.378

23

41

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

1.236

17

42

უზბეკეთის რესპუბლიკა

1.121

21

43

უკრაინა

1.227

28

44

უნგრეთის რესპუბლიკა

1.567

24

45

ფინეთის რესპუბლიკა

1.682

19

46

ქუვეითის სახელმწიფო

1.423

23

47

ყაზახეთის რესპუბლიკა

1.285

21

48

შვედეთის სამეფო

1.735

24

49

შვეიცარიის კონფედერაცია

1.849

23

50

ჩეხეთის რესპუბლიკა

1.696

23

51

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

1.588

23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.

დანართი №4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

№

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში

2

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში

3

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

5

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

6

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

7

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

8

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან

9

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

10

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში 

11

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

12

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სტამბულში

13

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ტრაპიზონში

14

საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO,IFAD,WFP)

16

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

17

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში

19

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში

20

საქართველოს  წარმომადგენლობა ნატოსთან

21

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

22

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

23

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

24

საქართველოს საელჩო რუმინეთში

25

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

26

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში

27

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში

28

საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში

29

საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში

30

საქართველოს საელჩო ფინეთის  რესპუბლიკაში

31

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სალონიკში

32

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში

33

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

34

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში  (ITU)  და მეტ ე ო რო ლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO)

35

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

36

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

37

საქართველოს საელჩო ირლანდიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.

დანართი №5

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

№

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2

საქართველოს საელჩო აშშ-ში

3

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

4

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

5

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

6

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

7

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

8

საქართველოს საელჩო იაპონიაში

9

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

10

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

11

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

12

საქართველოს საელჩო კანადაში

13

საქართველოს საელჩო კორე ის რესპუბლიკაში

14

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

15

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია

16

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

17

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

19

საქართველოს საელჩო უკრაინაში

20

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში

21

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში

22

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ-იორკში

23

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში

24

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში

25

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

26

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №71- ვებგვერდი, 29.03.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 01.07.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“, №295, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1158690-3/