თავი IV — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
მუხლი 32🔗
ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განმცხადებელს დროებით ენიჭება სელექციონერის იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭებოდა რეგისტრაციის შემთხვევაში. თუ მესამე პირმა ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განახორციელა ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებს სელექციონერის თანხმობას, სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მხოლოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შემდეგ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.12.2010).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება