თავი IV — ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
2. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
3. თუ საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომლის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უკვე ჩაატარა გამოცდის ჩამტარებელმა პირმა და გასცა დადებითი დასკვნა, ამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესა და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
4. თუ ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.10.2022 კანონი №1860
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31 1. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია სხვა ქვეყანაში, ცხოველის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. 2. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. 3. თუ „საქპატენტში“საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელზედაცრომლის ამგანსხვავებულობაზე, კანონისერთგვაროვნებასა მე-3და მუხლისსტაბილურობაზე მე-2გამოცდა პუნქტით განსაზღვრულმა აკრედიტებულმა პირმა უკვე ჩაატარა გამოცდაგამოცდის განსხვავებულობაზე,ჩამტარებელმა ერთგვაროვნებასაპირმა და სტაბილურობაზე და გასცა დადებითი დასკვნა, ასეთამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესთანსიახლესა და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. 4. თუ ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება