2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებითა და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა.
6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
7. იძულებითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სელექციონერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1648
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1648
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44 1. იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებითა და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. 4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა. 6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 7. იძულებითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სელექციონერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება. თავი VIII. სელექციონერის უფლებების დარღვევა და პასუხისმგებლობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება