ა) ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი დებულების დამტკიცება.
5. 2011 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“.
6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს:
ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.
საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.10.2022 კანონი №1860
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს და დაამტკიცოს: ა) ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი; ბ) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი დებულების დამტკიცება. 5. 2011 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“. 6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს: ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 76, 29/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება