საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2002 ბოლო ცვლილება 01.02.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№384
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 85, 26/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №384

2002 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

სა ქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა ძირითადი საბაზისო კანონმდებლობა, ქვეყნის სამართლებრივმა სისტემამ განვითარების პირველი, ყველაზე მძიმე პერიოდი გაიარა. რეალობა დღის წესრიგში ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, როგორც კანონმდებლობის განახლების, ისე უკვე არსებულის სრულყოფისა და დახვეწის თვალსაზრისით. კონსტიტუციური წყობის შემდგომი განმტკიცებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შექმნილი რეალობის სიღრმისეული გააზრების საფუძველზე გადახედილი ან მოდერნიზებული იქნეს კანონმდებლობით უკვე აპრობირებული მრავალი პრინციპი და ინსტიტუტი. გასატარებელია ახალი რეფორმები, რომელთა შინაარსიც კონსტიტუციური წყობილების იმ ძირითადი საფუძვლების, საბაზისო სახელმწიფო ინსტიტუციების და ფასეულობების დანერგვა-ოპტიმიზაციაში მდგომარეობს, რომლებიც შემდგომ ეტაპზე განაპირობებენ ქვეყნის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, სამართლისა და მასზე დაფუძნებული სისტემის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილურ ურთიერთობას.

რეფორმების გარკვეული მიმართულებების განსახორციელებლად საჭირო იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება-განხორციელება. ამასთან, შესამუშავებელია კონსტიტუციური კანონი საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით:

1.შეიქმნას საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ სააკაშვილი –  საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე  

ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ზურაბ ჟვანია     –         საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

ასლან აბაშიძე    –          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური

ზურაბ აბაშიძე   –          საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი         

ზურაბ ადეიშვილი       –          საქართველოს იუსტიციის მინისტრი       

ლევან ალექსიძე            –         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე

გიორგი არველაძე – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი

აკაკი ასათიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ბარამიძე –      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

ლევან ბეჟაშვილი –       საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე          

ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ვალერი გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი

გია გეწაძე           – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ გოგელია            –         საქართველოს პარლამენტის წევრი           

რისმაგ გორდეზიანი –            საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი   

ავთანდილ დემეტრაშვილი   – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

გოგი თოფაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გივი ინწკირველი          –          ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

კონსტანტინე კემულარია –    საქართველოს პარლამენტის წევრი           

მარიამ ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი         

გიორგი მარგველაშვილი –     საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი         

ვასილ მაღლაფერიძე   –          საქართველოს პარლამენტის წევრი           

დავით მაღრაძე –          პოეტი

ოთარ მელქაძე –            ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

როინ მეტრეველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი       

დავით მუსხელიშვილი           –         საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი

ელდარ ნადირაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი

მერაბ სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე           

დავით უსუფაშვილი – „აირის – საქართველოს“ უფროსი იურიდიული მრჩეველი      

იაკობ ფუტკარაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი         

ვახტანგ ყოლბაია  – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  

ალექსანდრე შალამბერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ელდარ შენგელაია        – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ფიქრია ჩიხრაძე            – საქართველოს პარლამენტის წევრი        

გიორგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ვლადიმერ ჭანტურია  – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე          

ვალერი ხაბურძანია  – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

ჯონი ხეცურიანი            – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე        

თინათინ ხიდაშელი  –            ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი       

გიორგი ხუბუა   – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი

თედო ჯაფარიძე           – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

როსტომ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2002  წლის 31 ოქტომბრის №454 ბრძანებულება - სსმ III,  №108 04.11.2002  წ., მუხ.946

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III,  №6 24.01.2004  წ., მუხ.93

2. სახელმწიფო კომისიაში ჩამოყალიბდეს ქვეკომისიები შესაბამისი წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების შესამუშავებლად შემდეგი საკითხების მიხედვით:

ა) საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპების თაობაზე წინადადებების მოსამზადებლად;

ბ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III,  №6 24.01.2004  წ., მუხ.93

გ) ინსტიტუციური განვითარების საკონსტიტუციო საკითხებზე წინადადებების მოსამზადებლად.

3. ქვეკომისიების თავმჯდომარეებსა და შემადგენლობას (სახელმწიფო კომისიის წევრთაგან), შესაბამისი წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადების გეგმას ამტკიცებს და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად პირთა მოწვევის საკითხს წყვეტს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.

4. სახელმწიფო კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქვეკომისიის სხდომას ქვეკომისიის თავმჯდომარე. სახელმწიფო კომისიის სხდომა იმართება თვეში ერთხელ, ხოლო ქვეკომისიის სხდომა საჭიროებისამებრ.

5. სახელმწიფო კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მისივე ინიციატივით ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.

6. სახელმწიფო კომისიისა და ქვეკომისიების სხდომებზე გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს შესაბამისი კომისია.

7. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.

8. სახელმწიფო კომისიისა და ქვეკომისიის გადაწყვეტილება დასკვნებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის.

9. სახელმწიფო კომისია და ქვეკომისიები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, ამ ბრძანებულებითა და „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებით.

ე. შევარდნაძე

შე ტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002  წლის 31 ოქტომბრის №454 ბრძანებულება - სსმ III,  №108 04.11.2002  წ., მუხ.946

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 22 იანვრის №30 ბრძანებულება - სსმ III,  №6 24.01.2004  წ., მუხ.93

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“, №384, 21.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116146-2/