ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №187
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად .
მუხლი 2
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 3
მე- 2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა .
მუხლი 4
ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლი 5
არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.
მუხლი 6
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
1
+

2010 წლის 30
დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
პატიმრობის კოდექსის მე-2
მუხლის მე-4 ნაწილის
შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად .
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებმა (შემდგომში
– დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
.
მუხლი 2
მუხლი 2
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 3
მუხლი 3🔗
მე- 2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა .
მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა
.
მუხლი 4
მუხლი 4
ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლი 5
მუხლი 5🔗
არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.
მუხლი 6
მუხლი 6🔗
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.
მუხლი 7
მუხლი 7🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №187, 30.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1162988-1/