სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ძალადაკარგული 18.06.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№417
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე  კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური

 

შეტანილი  ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №69-ვებგვერდი,15.02.2011წ.

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო  პროგრამის მიზანი  და ამოცანები

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;

ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.

     მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის  მიერ. ამასთან, სამედიცინო დიაგნოზის გადამოწმების მიზნით პირის გამოკვლევა დაუშვებელია იმავე სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელმაც ამ პირს მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

2. პროგრამა ასევე მოიცავს „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებისათვის 2010 წლის დეკემბრის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №69-ვებგვერდი,15.02.2011წ.

    მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი  (ორგანიზაციული კოდი – 35  02 02) განისაზღვრა 400 000 ლარის ოდენობით.

 

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

 

თანხა ლარებ ით

 

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა  მიმწოდებლის   მიერ

350 000

სამივლინებო ხარჯები

  50 000.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე  დაწესებულებები

პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

ბ) მიმწოდებელი –  სამედიცინო  დაწესებულება, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია ხელშეკრულება ამ პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011  წლის 1 თებერვლამდე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №417, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1164682-1/