"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ძალადაკარგული 30.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15/67
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100111, 10/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №15/67

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს  დებულების დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს   დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/58 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3.   ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011   წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

დანართი 1

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის  ტერიტორიული ორგანოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.

    მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის რწმუნებულისა  (ტექსტში შემდგომ – რწმუნებული) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.

3. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით.

    მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში

1. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს მერს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ)პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია მერის წინაშ ე.

4. მერიის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები რწმუნებულს უმზადებენ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

5. მერიის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/29)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/29)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/29)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/29)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 8. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/29)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/29-ვებგვერდი, 12.04.2011წ.

    მუხლი 9. ტერიტორიული ორგანოს ქონება

1. ტერიტორიული ორგანოს მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.

    მუხლი 10. დასკვნითი ნაწილი

1. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ", №15/67, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1166768-1/