"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/68
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/60 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – „ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – რწმუნებული) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით.
მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) აწარმოებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიღებას, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და მერიასთან;
გ) ადგილზე აცნობს მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ) ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას;
თ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;
ი) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
კ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დეკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის;
ნ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ე) კონტროლს უწევს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) მონაწილეობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში;
გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) ორგანიზებას უწევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას.
მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
1. სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ) მონაწილეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;
გ) მონაწილეობს კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 7. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა, კულტურისა და სპორტის სფეროში
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) მის სამოქმედო ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დევნილთა საკითხების რეგულირებას;
ზ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე.
მუხლი 8. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
1. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას.
მუხლი 9. ტერიტორიული ორგანოს ქონება
1. ტერიტორიული ორგანოს მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.
მუხლი 10. დასკვნითი ნაწილი
1. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, დადგენილი წესით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – „ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა🔗
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – რწმუნებული) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით.
მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში🔗
1. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს მერს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ)პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები რწმუნებულს უმზადებენ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
5. მერიის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 4. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/31)🔗
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 5. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/31)🔗
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 6. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/31)🔗
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 7. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/31)🔗
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 8. (ამოღებულია - 29.03.2011წ, №5/31)🔗
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის დადგენილება №5/31-ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 9. ტერიტორიული ორგანოს ქონება🔗
მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) აწარმოებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიღებას, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და მერიასთან;
გ) ადგილზე აცნობს მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ) ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას;
თ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;
ი) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
კ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დეკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის;
ნ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ე) კონტროლს უწევს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) მონაწილეობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში;
გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) ორგანიზებას უწევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას.
მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
1. სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ) მონაწილეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;
გ) მონაწილეობს კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 7. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა, კულტურისა და სპორტის სფეროში
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) მის სამოქმედო ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დევნილთა საკითხების რეგულირებას;
ზ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე.
მუხლი 8. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
1. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას.
მუხლი 9. ტერიტორიული ორგანოს ქონება
1. ტერიტორიული ორგანოს მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.
მუხლი 10. დასკვნითი ნაწილი🔗
მუხლი 10. დასკვნითი ნაწილი
1. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.05.2011.
- როდის იქნა მიღებული "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"?
- "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" მიღებულია 29.12.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №15/68. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016037.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2011.
- სად არის "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ", №15/68, 29.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1166785/