„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2010 ძალადაკარგული 29.08.2019
ნომერი
№988
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №9 88-1188

2010 წლის 31 დეკ ემბერი

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1.

+
დამტკიცდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

მუხლი 2 .

+
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

      5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №121-322 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

   6. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №789 -342 - ვებგვერდი, 15.10.2013წ.

ინსტრუქცია

+

კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ კონტროლის პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ

+

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

+

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საგადასახადო ორგანოების სასაქონლო ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის         და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებასთან და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

    მუხლი 2

+

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია, რომლებიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას;

ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

გ) საგადასახადო ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებსაც განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის, სასაქონლო ოპერაციების ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;

ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საგადასახადო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული კონტროლის ზონა, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);

ვ)   ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით            გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ ​3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში –მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;

ზ) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

თ) სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი;

ი) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;

კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;

ლ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;

მ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო -ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;

ნ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საქონლის დეკლარირებისათვის წარსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ო) საფასური  –  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

პ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; 

ჟ) დეკლარაცია – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით გათვალისწინებული „ავტოსატრანსპორტო  საშუალების საბაჟო დეკლარაცია“;

რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;

ს) „სასაქონლო პარტია“– ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

        მუხლი 3

+

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო და საგადასახადო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

2. საექსპერტო შემოწმების ან/და საქონლის დეკლარირების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.

3. საგადასახადო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

    მუხლი 3​1.

+

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული  ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინების განახლების წესი არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

    4. საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული და შემძენისათვის 2013 წლის 20 აგვისტომდე სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე საბოლოოდ დაბრუნებული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დინება განახლდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №789 -342 - ვებგვერდი, 15.10.2013წ.

+

თავი II

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი

    მუხლი 4

+

ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

    მუხლი 5

+

1. საექსპერტო შემოწმებას ექვემდებარება:

ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702,    8704,   8705, 8711 და 8716 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა,  რომლებიც  არ დეკლარირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით საქონლის დეკლარირებისას, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, განმეორებითი საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება.

3. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

    მუხლი 6

+

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:

ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი(მესაკუთრე);

ბ) მარკა, მოდელი;

გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

დ) ფერი;

ე) გამოშვების წელი;

ვ) ძრავის ნომერი;

ზ) ძარის ნომერი;

თ) ტრანზიტული ნომერი;

ი) საწვავის ტიპი;

კ) დასაშვები წონა;

ლ)დაუტვირთავი წონა;

მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;

ნ) ძრავის მოცულობა;

ო) ზუსტი მოცულობა;

პ) შასის ნომერი;

ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;

რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;

ს) გადასახდელების გაანგარიშება;

ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);

უ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი.

2. სპეციალისტს უფლება აქვს, შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.

5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საგადასახადო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.

6. დათვალიერების აქტი დგება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. დათვალიერების აქტი მატერიალური დოკუმენტის სახით გაიცემა დეკლარანტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.

8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახულ ი უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.

9.   საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო            საშუალების გადამზიდველის მომართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დათვალიერების აქტში დამატებით ასახოს:

ა)სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში შენახვის ხარჯები ან/და მისი გადაზიდვის მომსახურების საზღაური;

ბ) ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა და საზღაურის გადახდის მიზნით, საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დათვალიერების აქტში ასახვა ხორციელდება საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს არ           ეკისრება პასუხისმგებლობა            აღნიშნული ინფორმაციის უზუსტობაზე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას. ამასთან, ინფორმაციის ასახვაზე  უარის  თქმის შემთხვევაში, სააგენტო ასევე არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

    მუხლი 7

+

სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;

გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;

დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის(წარმომადგენლის) მონაცემებს;

ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;

ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;

ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

+

თავი III

ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა

    მუხლი 8

+

1. (ამოღებულია - 22.03.2011, №164-242).

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.

3. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

4. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

    მუხლი 9

+

თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.

    მუხლი 10

+

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3.   ავტოსატრანსპორტო საშუალების    საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

3 ​1 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ ​3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში. 

4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. იმპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.

6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №121-322 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

    მუხლი 11

+

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.

3. იმპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.

4. იმ სატრანსპორტო საშულებებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათი ან/და გადასახდელებისაგან განთავისუფლება, დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად: ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

5. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

6. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

+

თავი IV

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია

    მუხლი 12

+

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისთანავე.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

+

თავი V

ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი

    მუხლი 13

+

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 14

+

1.ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

    მუხლი 15

+

1. სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაადასტუროს ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.

    მუხლი 16

+

1. სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.

2. საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები 3 დღის ვადაში გადასცეს საგადასახადო ორგანოს.

+

თავი VI

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა

    მუხლი 17

+

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

 2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

    მუხლი 18

+

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. ექსპორტისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.

4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

    მუხლი 19

+

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2.საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს სასაქონლო ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.

3. ექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

+

თავი VII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა

    მუხლი 20

+

1. (ამოღებულია - 22.03.2011, №164-242).

2. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

    მუხლი 21

+

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობის სასასქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3.   ავტოსატრანსპორტო საშუალების    საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

3 ​1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ ​3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში. 

4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

5. საწყობის სასაქონლო ოპერაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.

6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

7. (ამოღებულია - 22.03.2011, №164-242).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №121-322 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

    მუხლი 22

+

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

3. საწყობის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

+

თავი VIII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება

    მუხლი 23 (ამოღებულია)

+

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

    მუხლი 24

+

1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, ვალდებულია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში (უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა);

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ) საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს დეკლარაცია.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.

4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №121-322 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

 

    მუხლი 25

+

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2.საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

3. რეექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციის „D“გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან”.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

    მუხლი 26

+

1.  ავტოსატრანსპორტო საშუალების    საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. 

 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

  საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

  

დანართი №1

+

სსიპ– საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროს მომსახურებისსააგენტო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №

ფორმა 2

მფლობელი:

მარკა, მოდელი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

ფერი:

გამოშვების წელი:

ძრავის ნომერი:

ძარის ნომერი:

ტრანზიტული ნომერი:

საქონლის საბაზრო ფასი:

საწვავის ტიპი:

დასაშვები წონა:

           ტიპი:

           ძრავის მოცულობა:

           ზუსტი მოცულობა:

           შასის ნომერი:

           საბაჟო  ღირებულება:

სასაქონლოკოდი(11-ნიშნაქვესუბპოზიცია):

           საჭე:

           დაუტვირთავი წონა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბანკის კოდი:                                ანგარიშის ნომერი                              სახაზინო კოდი

                   თანხა ლარებში

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ   დამეხმაროთ    ჩემი    კუთვნილი    სატრანსპორტო    საშუალებისდეკლარაციის

შევსებაში.

განმცხადებელი ––––––––––––––––––

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

 

თავი IX

+

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

მუხლი 27

+

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. დათვალიერების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

მუხლი 28

+

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების    საბაჟო საწყობში დროებით  შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

3 ​1 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის  (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ ​3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში. 

4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ავტოსატრანსპორტო  საშუალებაზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი”, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №325-471 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

  საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №325-613 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №386-721 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №121-322 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.

მუხლი 29

+

1. შევსებული დეკლარაცია და „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (არსებობის შემთხვევაში) სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;

ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე., სააგენტო ვალდებულია, მოითხოვოს დროებითი შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების დადასტურება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №164–242 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №988, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016107 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168453-6/