საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №985-№1187
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება №194-79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ერთობლივი ბრძანება №194-79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;
გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები –„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;
ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად;
ვ) M2, M3, N2 და N3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები – ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №387-722 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №359 - №858 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით).
21. საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:
ა) იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;
ბ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
გ) ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილება.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება პირს არ წარმოეშობა, თუ შესაბამისი ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-№612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №393-№535 - ვებგვერდი, 01.11.2017წ.
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლთან ერთად შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:
ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა;
გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;
ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;
ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა.
2. საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკური პირის ფოტოგადაღება ხორციელდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილზე დამონტაჟებული ფოტო- ან ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
3. პირის ფოტოგადაღებისას გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.
4. საზღვრის გადაკვეთისას პირის ფოტოგადაღებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საპასპორტო და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებას.
5. დაუშვებელია გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ერთობლივი ბრძანება №194- 79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო
სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:
ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;
ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);
დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“. ანულირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით ეცნობოს სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს;
ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ერთობლივი ბრძანება №181-369 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივიბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელების, ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში წარდგენის რიგითობას არეგულირებს შემოსავლების სამსახური, ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებების დროებით გაჩერება შესაძლებელია იმ ავტოსადგომებზე (შემდგომში – ავტოსადგომი), რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ:
ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;
ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;
ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;
ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სეს ესნ-ის 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი მისაბმელის (მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხვისას, თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა (მისი არარსებობის ან დაზიანების გამო), შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით, რომლის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №359 - №858 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ერთობლივი ბრძანება №150-350 - ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №298-88 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.
ზედამხედველობა და თანამშრომლობა
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:
ა) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საბაჟო საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;
ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა“, „გასვლა“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
1. ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში მიღებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიმდინარე რეჟიმში მიწოდებას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას:
ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;
ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:
ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას);
ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას);
გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №165–241 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მითითებული, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის ან სატრანსპორტო საშუალების წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ერთობლივი ბრძანება №129-326 - ვებგვერდი, 05.05.2015
1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში:
ა) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა.ა) ახორციელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს გადასცემს სატრანზიტო ან შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშანს და შესაბამის ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ა.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირებზე გასაცემ სატრანზიტო და შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იღებს (იბარებს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო);
ა.დ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს (აბარებს) სააგენტოს;
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხავს გადამზიდველის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ერთობლივი ბრძანება №227-327 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ერთობლივიბრძანება №287-107- ვებგვერდი, 19.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის 1 1პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
1 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.“.
13. ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება და პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება.
14. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქონლის გადაზიდვისას, რომელიც, მისი სახეობის გათვალისწინებით, არ განიხილება პრიორიტეტულად გადასაადგილებელ საქონლად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნის შემდეგ.
15. ცალკეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მფლობელის მომართვისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს N2 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა ვადის განსაზღვრითა და „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნით.
2. M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ.
4. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
5. ქვითარზე დატანილი მონაცემები მიმდინარე რეჟიმში აისახება შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“.
6. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
7. საბაჟო გამშვებ პუნქტში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არა უგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
9. ავტოსადგომიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში (რაც დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით) – დაზიანების აღმოფხვრისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას და რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – წარადგინოს ავტოსადგომში გაცემული ქვითარი.
11. როდესაც დაუძლეველი ძალის მოქმედების (მათ შორის, საქართველოს ან მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებული შეფერხების) გამო ვერ ხერხდება სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას ქვითარზე მითითებული რიგის ნომრის შენარჩუნებით, რის თაობაზეც ეცნობება მძღოლს, ხოლო თუ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა ხორციელდება შეზღუდული რაოდენობით, რიგითობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მისი მოადგილის მიერ.
12. ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეყვანა;
ბ) შლაგბაუმის გაუმართაობის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტოსადგომზე შესვლა- გამოსვლის დარეგულირება;
გ) ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის დაზიანების შემთხვევაში, რიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მძღოლს;
დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაცია აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში და მიაწოდოს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ პირს. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია შეიტანოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) უზრუნველყოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების მუდმივ სამუშაო რეჟიმში ყოფნა და ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №393-№535 - ვებგვერდი, 01.11.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №298-88 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 28 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №59-№20 - ვებგვერდი, 01.03.2019წ.
1
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №985-№1187
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება №194-79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. მუხლი 1.+
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი“.
მუხლი 2.🔗
+
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-111 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.კ . ბაინდურაშვილი
კ. ბაინდურაშვილი
+
+
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1+
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ერთობლივი ბრძანება №194-79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. მუხლი 2+
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება; ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები –„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;
ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად;ვ) M2, M3, N2 და N3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები – ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №387-722 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №359 - №858 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ. მუხლი 3+
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით).21. საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:
ა) იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს; ბ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; გ) ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილება.22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება პირს არ წარმოეშობა, თუ შესაბამისი ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326- № 612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
მუხლი 31🔗
მუხლი 31🔗
+
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლთან ერთად შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში: ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა. 2. საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკური პირის ფოტოგადაღება ხორციელდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილზე დამონტაჟებული ფოტო- ან ვიდეოტექნიკის გამოყენებით. 3. პირის ფოტოგადაღებისას გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს. 4. საზღვრის გადაკვეთისას პირის ფოტოგადაღებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საპასპორტო და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებას. 5. დაუშვებელია გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ერთობლივი ბრძანება №194- 79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
+
თავი II საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მუხლი 4+
სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ: ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით; ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში); დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“. ანულირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით ეცნობოს სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს; ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. მუხლი 5+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
საქა რთველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ერთობლივი ბრძანება №181-369 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივიბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
მუხლი 51🔗
+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელების, ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში წარდგენის რიგითობას არეგულირებს შემოსავლების სამსახური, ამ წესის შესაბამისად.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებების დროებით გაჩერება შესაძლებელია იმ ავტოსადგომებზე (შემდგომში – ავტოსადგომი), რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ. თავი III+
შემოსავლების სამსახური მუხლი 6+
1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ: ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით; ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს; ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება; ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სეს ესნ-ის 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი მისაბმელის (მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხვისას, თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა (მისი არარსებობის ან დაზიანების გამო), შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით, რომლის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
ზედამხედველობა და თანამშრომლობა მუხლი 7+
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:
ა) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საბაჟო საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება; ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა“, „გასვლა“.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში მიღებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიმდინარე რეჟიმში მიწოდებას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. მუხლი 10+
(ამოღებულია)საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას:ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;
ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:
ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას);
ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას);
გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
(ამოღებულია )
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ერთობლივი ბრძანება №165–241 - ვებგვერდი, 24.03.2011წ. მუხლი 13+
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მითითებული, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის ან სატრანსპორტო საშუალების წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.
+
1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა.ა) ახორციელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს გადასცემს სატრანზიტო ან შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშანს და შესაბამის ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ა.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირებზე გასაცემ სატრანზიტო და შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იღებს (იბარებს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო); ა.დ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს (აბარებს) სააგენტოს; ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხავს გადამზიდველის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ერთობლივი ბრძანება №227-327 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ერთობლივიბრძანება №287-107- ვებგვერდი, 19.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.მუხლი 15🔗
+
ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.მუხლი 16🔗
+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.“.
13. ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება და პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება.
14. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქონლის გადაზიდვისას, რომელიც, მისი სახეობის გათვალისწინებით, არ განიხილება პრიორიტეტულად გადასაადგილებელ საქონლად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნის შემდეგ.
15. ცალკეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მფლობელის მომართვისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს N2 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა ვადის განსაზღვრითა და „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნით.
4. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
5. ქვითარზე დატანილი მონაცემები მიმდინარე რეჟიმში აისახება შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“.6. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
7. საბაჟო გამშვებ პუნქტში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არა უგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 9. ავტოსადგომიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში (რაც დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით) – დაზიანების აღმოფხვრისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას და რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – წარადგინოს ავტოსადგომში გაცემული ქვითარი. 11. როდესაც დაუძლეველი ძალის მოქმედების (მათ შორის, საქართველოს ან მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებული შეფერხების) გამო ვერ ხერხდება სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას ქვითარზე მითითებული რიგის ნომრის შენარჩუნებით, რის თაობაზეც ეცნობება მძღოლს, ხოლო თუ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა ხორციელდება შეზღუდული რაოდენობით, რიგითობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მისი მოადგილის მიერ. 12. ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეყვანა; ბ) შლაგბაუმის გაუმართაობის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტოსადგომზე შესვლა- გამოსვლის დარეგულირება; გ) ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის დაზიანების შემთხვევაში, რიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მძღოლს; დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაცია აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში და მიაწოდოს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ პირს. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია შეიტანოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში; ე) უზრუნველყოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების მუდმივ სამუშაო რეჟიმში ყოფნა და ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №393-№535 - ვებგვერდი, 01.11.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №298-88 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.
1
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №985-№1187
2010 წლის 31 დეკემბერი
2010 წლის
31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
+
მუხლი 1.🔗
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი“.
მუხლი 2.🔗
+
მუხლი 2.🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-111 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ
. ბაინდურაშვილი
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი
+
+
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1🔗
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანაშრომლობის წესებს.
მუხლი 2🔗
+
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;
გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები –„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.
ვ) M2, M3, N2 და N3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები – ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი, ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს:
+
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს:ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით).
21. საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:
3. პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, პორტალის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება პირს არ წარმოეშობა, თუ შესაბამისი ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-№612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №393-№535 - ვებგვერდი, 01.11.2017წ.მუხლი 31🔗
+
1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლთან ერთად შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში: ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა. 2. საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკური პირის ფოტოგადაღება ხორციელდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილზე დამონტაჟებული ფოტო- ან ვიდეოტექნიკის გამოყენებით. 3. პირის ფოტოგადაღებისას გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს. 4. საზღვრის გადაკვეთისას პირის ფოტოგადაღებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საპასპორტო და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებას. 5. დაუშვებელია გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ერთობლივი ბრძანება №194- 79 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო
+
მუხლი 4🔗
საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:
ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;
ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);
დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“;
ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ერთობლივი ბრძანება №181-369 - ვებგვერდი, 30.05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივიბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.მუხლი 51🔗
+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელების, ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში წარდგენის რიგითობას არეგულირებს შემოსავლების სამსახური, ამ წესის შესაბამისად.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებების დროებით გაჩერება შესაძლებელია იმ ავტოსადგომებზე (შემდგომში – ავტოსადგომი), რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.+
შემოსავლების სამსახური
+
მუხლი 6🔗
პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ:
ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;
ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;
ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;
ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
+
ზედამხედველობა და თანამშრომლობა
+
მუხლი 7🔗
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:
პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:
ა) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;
ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების თანამშრომელთა მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა“, „გასვლა“.
მუხლი 8🔗
+
1. პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
მუხლი 9🔗
ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს, ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.
+
მუხლი 10🔗
საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტების ტერიტორიაზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილისა და დეტალური პროცედურების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა.
მუხლი 11🔗
+
(ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ. მუხლი 11+
1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას:
ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;
ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება პორტალში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;
ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში;
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი პორტალის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:
ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას);
ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას);
გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 12🔗
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საქართველოდან კი გადის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე, საჰაერო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა, თუ საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის ავტოსადგომზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების დამადასტურებელ ქვითარს და ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხოეთში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ვადების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა უახლოეს პორტალს, რომელიც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა ჯარიმისა და სხვა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების გადახდის ან მათი უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე, რის შესახებაც მონაცემები აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
მუხლი 13🔗
+
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ გაფორმების დასრულების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, მითითებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 14🔗
1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საწყობიდან სხვა საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
+
1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა.ა) ახორციელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს გადასცემს სატრანზიტო ან შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშანს და შესაბამის ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ა.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირებზე გასაცემ სატრანზიტო და შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იღებს (იბარებს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო); ა.დ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს (აბარებს) სააგენტოს; ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხავს გადამზიდველის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ერთობლივი ბრძანება №227-327 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №326-612 - ვებგვერდი, 14.08.2012წ.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ერთობლივიბრძანება №287-107- ვებგვერდი, 19.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.მუხლი 15🔗
+
ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №234-579 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.მუხლი 16🔗
+
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.“.
13. ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება და პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება.
14. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქონლის გადაზიდვისას, რომელიც, მისი სახეობის გათვალისწინებით, არ განიხილება პრიორიტეტულად გადასაადგილებელ საქონლად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნის შემდეგ.
15. ცალკეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მფლობელის მომართვისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს N2 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა ვადის განსაზღვრითა და „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნით.
2. M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ.4. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
5. ქვითარზე დატანილი მონაცემები მიმდინარე რეჟიმში აისახება შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“.6. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
7. საბაჟო გამშვებ პუნქტში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არა უგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 9. ავტოსადგომიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში (რაც დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით) – დაზიანების აღმოფხვრისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას და რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – წარადგინოს ავტოსადგომში გაცემული ქვითარი. 11. როდესაც დაუძლეველი ძალის მოქმედების (მათ შორის, საქართველოს ან მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებული შეფერხების) გამო ვერ ხერხდება სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას ქვითარზე მითითებული რიგის ნომრის შენარჩუნებით, რის თაობაზეც ეცნობება მძღოლს, ხოლო თუ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა ხორციელდება შეზღუდული რაოდენობით, რიგითობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მისი მოადგილის მიერ. 12. ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეყვანა; ბ) შლაგბაუმის გაუმართაობის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტოსადგომზე შესვლა- გამოსვლის დარეგულირება; გ) ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის დაზიანების შემთხვევაში, რიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მძღოლს; დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაცია აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში და მიაწოდოს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ პირს. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია შეიტანოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში; ე) უზრუნველყოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების მუდმივ სამუშაო რეჟიმში ყოფნა და ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინნაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №206-482 - ვებგვერდი, 29.08.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №393-№535 - ვებგვერდი, 01.11.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №298-88 - ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 28 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №59-№20 - ვებგვერდი, 01.03.2019წ.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“, №985, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168496-16/