„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2010 ძალადაკარგული 29.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.110.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 130111, 13/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის      1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება (დანართი № 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 13 დეკემბრის № 19 დადგენილება.

3 . დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

თავმჯდომარე                                                                                                                                  დ. თოფურია

შეტანილი ცვლილებები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №12- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დებულება

  აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას.

 სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფა.

თავი I. ზოგადი დებულებანი  

მუხლი 1.

აბაშის სახანძრო-სამაშველო სამსახური არის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №12- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

     მუხლი 2

  სახანძრო-სამაშველო სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

      მუხლი 3

  სახანძრო-სამაშველო სამსახური ანგარიშვალდებულია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

       მუხლი 4

  სამსახური ფინანსდება აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

       მუხლი 5

  სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

     მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – სახანძრო განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.

თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 7. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

1. სახელმწიფო სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.

2. სამსახური დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას.

4. ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო სახანძრო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებზე.

5. გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხევდელობის დაქვემდებარებულ ობიექტებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება.

6. მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას.

7. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურის მიერ ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციის და მისი განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.

8. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას.

9. აანალიზებს ხანძრებზე და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის დანაყოფების მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის.

10. ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას.

11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს ხარჯთანუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.

12. აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას.

13. სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან.

14. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მომხდარი შედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №12- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 7​1 სამსახურის განყოფილების ფუნქციები

1. სახანძრო დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების ორგანიზებას, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლს, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადებას;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

დ) სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს;

ე) შრომის, დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

ვ) დანაყოფებში საგანგებო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზებას;

ზ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზებას.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.

 

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა

      მუხლი 8

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. (ამოღებულია - 25.02.2011, №12).

3. სამსახურის უფროსის სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს სამსახურის უფროს მეთა უ რთა, საშუალო მეთაურთა შემადგენლობას და სხვა თანამშრომლებს.

4. სამსახურის უფროსი.

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს ქვედანაყოფების მუშაკთა შორის;

გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, აწესებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს დაქვემდებარებული დანაყოფების მუშაკების მიმართ.

დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;

ვ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

თ) ატარებს დაქვემდებარებულ დანაყოფების მუშაკთა სამსახურებრივ ატესტაციას დადგენილ ვადებსა და წესების მიხედვით;

ი) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;

კ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №12- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი IV.  სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

    მუხლი 9

1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

3. სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება №12- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №33, 24.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.110.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168717-2/