„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2010 ძალადაკარგული 07.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 130111, 13/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი № 1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 აპრილის № 66 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე          დ. თოფურია

შეტანილი ცვლილებები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მაისის დადგენილება №23- ვებგვერდი, 23.05.2011წ.

3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №14- ვებგვერდი, 29.03.2012წ.

 

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. აღნიშნული დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და ვალდებულებას; აწესრიგებს სამსახურის ურთიერთობებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან და დარგობრივ სამსახურებთან.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. № 1

მუხლი 2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციები

  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების მიმართულების განსაზღვრა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შემუშავება; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალური ქონების ფორმირება და მართვა; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ასევე, ტერიტორიული დაგეგმებისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობადამთავრებული სამშენებლო ობიექტების ვარგისად აღიარებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება, სამშენებლო-სამონტაჟო, არქიტექტურულ და სამ ს ახურის უფლებამოსილებათა სფეროში შემავალ სხვა საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ზედამხედველობის გაწევის უზრუნველყოფა; უფლებამოსილებათა ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირებ ა; თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა; მიწათსარგებლობის დაგეგმვა. გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამების განთავსების რეგულირების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისგან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას განყოფილება/განყოფილებები შესაბამისი სფეროების მიხედვით.

 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

  3. სამსახურის უფროსი:

 ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის;

 გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;

 დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

 ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

 ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

 თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

 4 . სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 17 მაისის დადგენილება № 2 3- ვებგვერდი, 23.05.2011წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

       მუხლი 4. (ამოღებულია - 22.03.2012, №14)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

      მუხლი 5. სამსახურს უფლება აქვს

  1 მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები;

 2 მოითხოვოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების  წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

3 სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონის ძ იებები;

 4 განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 17 მაისის დადგენილება № 2 3- ვებგვერდი, 23.05.2011წ.

       მუხლი 6. დასკვნითი დებულება

  1 სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით;

2 სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად;

3 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, გამგებლის წარდგინების საფუძველზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 17 მაისის დადგენილება № 2 3- ვებგვერდი, 23.05.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №34, 24.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168733-3/