საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2003 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 01/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 158

2003 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დისციპლინური წესდება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 1 9 ნოემბრის ბრძანებულება №10 50 – ვებგვერდი, 20 .11.2012წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდება

თავი 1

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური), როგორც საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. დასახული ამოცანის განსახორციელებლად სამსახური იმყოფება მუდმივ მზადყოფნაში და ხელმძღვანელობს კანონიერებით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით, აგრეთვე სამართალდაცვის და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობითა და კანონით განსაზღვრული სხვა ძირითადი პრინციპებით.

2. სამსახურებრივი დისციპლინა არის სამსახურის მუდმივი მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის უმნიშვნელოვანესი პირობა. სამსახურებრივ დისციპლინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამსახურისათვის დაკისრებული საპასუხისმგებლო ამოცანების ზედმიწევნით განხორციელებისათვის.

3. სამსახურის თანამდებობის პირები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამსახურებრივი დისციპლინა მათ დაქვემდებარებულ ერთეულებში; დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობით შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებენ პირად შემადგენლობასთან გარკვეული ფორმით მუშაობის გზით, სავალდებულო ინსტრუქტაჟის განხორციელებით, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

თავი II

სამსახურებრივი დისციპლინის არსი და მიზანი

    მუხლი 2.

1. სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და სადისციპლინო წესდებით დადგენილი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას.

2. დისციპლინა სამსახურში ეფუძნება მოსამსახურეთა მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულებას, პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მათ მუდმივ მზადყოფნას სამსახურებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად.

3. დისციპლინური მოთხოვნები სამსახურის მოსამსახურეს უყენებს შემდეგ ვალდებულებებს:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ზუსტად შეასრულოს დადებული ფიცი, სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წესდების მოთხოვნები, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა ხელმძღვანელ პირთა მითითებები;

ბ) თავი არ აარიდოს სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებას, თუნდაც ეს გარკვეულ სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული ან საფრთხეს წარმოადგენდეს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;

გ) დაიცვას სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება;

დ) ღირსეულად ასრულებდეს სამსახურს, გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ იარაღს, სპეციალურ ტექნიკასა და სახელმწიფო ქონებას.

4. სამსახურებრივი დისციპლინა მიიღწევა:

ა) მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი, მოქალაქეობრივი და საბრძოლო თვისებების გამომუშავებით;

ბ) უფროსების ბრძანებებისადმი შეგნებული დამორჩილებით და მათი მითითებების კეთილსინდისიერი შესრულებით;

გ) სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ დანაყოფში საწესდებო მოთხოვნების სრული დაცვით;

დ) სამსახურებრივი ზედამხედველობით, წახალისებისა და დისციპლინური სახდელების გამოყენების ღონისძიებათა გონივრული განხორციელებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 3.

1. სამსახურის თანამდებობის პირები და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები:

ა) აკონტროლებენ მოსამსახურეთა მიერ სამსახურის შესრულების მდგომარეობას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევენ მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების, ატესტაციის, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი სოციალური უზრუნველყოფის, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხების გადაწყვეტას;

დ) არკვევენ იმ პირად ან გარეშე პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლიან მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, აგრეთვე იმ პირობებს, რომლებიც სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის უშუალო მიზეზს წარმოადგენს.

2. თანამდებობის პირები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან სათანადო რეაგირება მოახდინონ დისციპლინური დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ისინი იღებენ ყველა ზომას, მოსამსახურის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების აღსაკვეთად და არსებული დარღვევის გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულის შესახებ აცნობებენ ზემდგომ თანამდებობის პირებს.

3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინა კონტროლდება უშუალო ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებით და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ ჩატარებული ინსპექტირებით.

4. გამოვლენილი დარღვევის გათვალისწინებით, თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შუამდგომლობას სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები სამსახურის უფროსს წარუდგენენ შესაბამისი პატაკით, ხოლო სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) - სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით. დისციპლინური სახდელის დაკისრება ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

5. სამსახურის უფროსი სამსახურის თითოეული მოსამსახურის მიმართ სარგებლობს სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული უფლებების სრული მოცულობით.

6. ამ წესდების დებულებები ვრცელდება სამსახურის ყველა მოსამ-სახურეზე.

7. ამ წესდების მოთხოვნები ვრცელდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 11​1 მუხლის შესაბამისად კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომლებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

თავი III

წახალისების ღონისძიებანი

    მუხლი 4.

1. წახალისება სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობაა.

2. წახალისება მიზნად ისახავს სტიმული მისცეს მოსამსახურეებს სამსახურებრივი ვლდებულების ღირსეულად შესრულებაში.

    მუხლი 5.

1. სამსახურის სანიმუშოდ შესრულებისა და ღირსეული მოქმედებისათვის, გამოჩენილი მამაცობისა და სამსახურებრივი მოვალეობებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის, უშუალო უფროსი თანამშრომელს წარუდგენს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, რომელიც შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან თანამშრომლის წახალისების თაობაზე. ხელმძღვანელ პირებს წახალისებაზე ქვემდებარეობის წესით წარადგენენ ზემდგომი თანამდებობის პირები.

2. თანამშრომლის ქმედება, რომლის შედეგად თავიდან იქნება აცილებული შესაძლო სამართალდარღვევა ან დისციპლინური გადაცდომა, ანდა მათი შესაძლო უარყოფითი შედეგები, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც წახალისების საფუძველი, რის თაობაზეც შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ, როგორც სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, ასევე გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 6.

1. სამსახურის მოსამსახურის მიმართ დადგენილია შემდეგი სახის წახალისებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) წინათ დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) სამსახურებრივ ჯილდოზე წარდგენა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. წახალისება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

თავი IV

 წახალისების წესი

    მუხლი 7.

სამსახურის მოსამსახურეებს, წახალისების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, აგრეთვე თავისი ინიციატივით, წახალისების ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 8.

თანამშრომელთა წახალისების თაობაზე წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით პატაკის წარდგენით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 9.

თუ სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა, იგი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე წარადგენს შესაბამის კანდიდატურას სახელმწიფო ჯილდოს მისანიჭებლად.

    მუხლი 10.

1. როცა წახალისების ღონისძიებად გამოიყენება დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი:

ა) თუ მოსამსახურეს ვადაზე ადრე ეხსნება სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სახდელი, წახალისების ამ ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს მოსამსახურე აღდგენილი უნდა იქნეს იმ სპეციალურ წოდებაში, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე (აღდგენილ სპეციალურ წოდებაში სამსახურის ვადის ათვლა გრძელდება სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებამდე სპეციალურ წოდებაში ნამსახურები ვადიდან).

ბ) თუ მოსამსახურეს ვადამდე ეხსნება თანამდებობიდან ჩამოქვეითების დისციპლინური სახდელი, წახალისების ეს ღონისძიება განხორციელდება დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოსამსახურის აღდგენის გარეშეც.

2. სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოყენებული წახალისებები შეტანილ იქნება ნამსახურების ნუსხაში და ამის შესახებ აღინიშნება აგრეთვე შრომის წიგნაკში.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

თავი V

სახდელები სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის

    მუხლი 11.

1. დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

გ) ზოგადზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, მისი ჩადენის ადგილის და დროის მიუხედავად;

დ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;

ე) სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ვ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესების დარღვევა;

ზ) სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;

თ) ფიცის გატეხა;

ი) სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა;

კ) იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევა;

ლ) მხედრული მისალმების და საწესდებო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა.

2. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირები და/ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლები მოსამსახურეს მიუთითებენ არსებულ დარღვევაზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. აღნიშნულის შესახებ უნდა მოხსენდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს. თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასების საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 12.

დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება მოსამსახურის სამსახურებრივი რეპუტაცია, გარემოება, რომელიც სადისციპლინო მოთხოვნათა დარღვევასთან არის დაკავშირებული, გამოვლენილი დარღვევის ხასიათი, რათა არ იქნეს შეუსაბამობა არსებულ დარღვევასა და დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის.

    მუხლი 13.

თუ სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშვებული დარღვევის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ეგზავნება პროკურატურას.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 14.

თუ მოსამსახურეთა ქმედებაში, რისთვისაც მას დისციპლინური სახდელი დაეკისრა, აღმოჩნდება დანაშულის ნიშნები, დაკისრებული დისციპლინური სახდელი მას თავისთავად არ ათვისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 15.

დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია:

ა) გამოვლენილი დარღვევების განმეორების თავიდან აცილება;

ბ) დისციპლინის დამრღვევთა მიმართ დისციპლინური სახდელების სამართლიანი გამოყენება;

გ) სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება.

    მუხლი 16.

1. დისციპლინური სახდელები და მათი მოქმედების ვადა:

ა) შენიშვნა – 3 თვე;

ბ) საყვედური – 6 თვე;

გ) სასტიკი საყვედური – 10 თვე;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება – 12 თვე;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება – 12 თვე;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

2. დაუშვებელია იმ მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური (მოქმედი) სახდელი.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

თავი VI

დისციპლინური სახდელების გამოყენებისა და მათი სისრულეში მოყვანის წესი

    მუხლი 17.

სამსახურის თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 18.

 დისციპლინური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შემოწმების განმახორციელებელი პირები მოსამსახურეს აძლევენ შენიშვნას აღნიშნულთან დაკავშირებით. ისინი აფიქსირებენ დარღვევის ფორმასა და მისი გამოვლენის დროს; მიუთითებენ გადაცდომის ჩამდენის ვინაობას და ადასტურებენ ხელმოწერით. ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

    მუხლი 19.

 დისციპლინური დარღვევის გამოვლენისას, მოსამსახურე სამუშაო დღის დამთავრებისთანავე, ხოლო სამსახურიდან ჩამოშორების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, უნდა გამოცხადდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომხდართან დაკავშირებით თანამშრომლისათვის წერილობითი ახსნა-განმარტების ჩამორთმევას ან მის წარდგენას სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 21.

1. დისციპლინურ დარღვევებთან დაკავშირებით თანამშრომლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, აგრეთვე საქმის გარემოებების დადგენისათვის საჭირო სხვა მოქმედებები, უნდა განხორციელდეს სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. დისციპლინური დარღვევის ფაქტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი უნდა დაერთოს შესაბამის პატაკს ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას.

2. სამსახურებრივ შემოწმებას გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ატარებს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით შეიძლება შეიქმნას კომისია.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და დისციპლინური სახდელის სახეს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 23.

დისციპლინური სახდელი, როგორც სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიება, აუცილებელია შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის ხასიათს.

    მუხლი 24.

არ შეიძლება ერთი და იმავე გადაცდომისათვის რამდენიმე სახდელის დაკისრება. დისციპლინური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქვედანაყოფის სხვა მოსამსახურეებს, რომელი ქვედანაყოფის თანამშრომელმაც ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა.

    მუხლი 25.

დისციპლინური იძულების ზომების სიმკაცრე იზრდება, თუ დისციპლინური დარღვევა:

ა) უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურ დარღვევას;

ბ) ჩადენილია საგანგებო მდგომარეობის დროს;

გ) ჩადენილია იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაკისრებული აქვს სხვა დარღვევისათვის;

დ) ჩადენილია სხვა დამამძიმებელი გარემოების პირობებში.

    მუხლი 26.

დისციპლინური სახდელი დაკისრებული უნდა იქნეს 10 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც უფროსისათვის (სამსახურის უფროსთან დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის უფლების მქონე თანამდებობის პირისთვის) გახდა ცნობილი ამის შესახებ. თუ დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, მაშინ ეს ვადა იანგარიშება მოკვლევის დამთავრების დღიდან.

    მუხლი 27.

1. დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს მოსამსახურეს უცხადებს უშუალო უფროსი.

2. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების გამოცხადება მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების თანდასწრებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 28.

დისციპლინური სახდელი სისრულეში მოყვანილად ითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებაზე ხელის მოწერის დღიდან.

    მუხლი 29.

დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ აღინიშნება სამსახურის მოსამსახურეთა ნამსახურების ნუსხაში.

    მუხლი 30.

 დისციპლინური დარღვევის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წერილობით ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 32.

სამსახურში არ მიიღება დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული პირი, გარდა უსაფუძვლოდ ან უკანონოდ დათხოვნის გარემოებების გამოვლენის საფუძველზე მისი სამსახურში აღდგენისა და გამონაკლის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

თავი VII

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა უფროსებთან ურთიერთობა

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 34.

ყოველი მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები. თუ ბრძანება აშკარა კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა, იგი საჩივრით მიმართავს (წერილობით) იმ პირის უშუალო უფროსს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება.

    მუხლი 35.

თუ შესაბამისი თანამდებობის პირი მიიჩნევს, რომ საჩივარი საფუძვლიანია, იღებს ზომებს მის დასაკმაყოფილებლად. თუ აღმოჩნდა, რომ მოსამსახურემ უფროსის ბრძანება უსაფუძვლოდ გაასაჩივრა მისი შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

    მუხლი 36.

თუ განსაკუთრებული პირობების გამო მოსამსახურე დაუყოვნებლივ ასრულებს ბრძანებას, უკანონო ბრძანების აღსრულების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებელია ბრძანების გამცემი.

    მუხლი 37.

სამსახურის მოსამსახურე სამსახურს ასრულებს კანონის, სადისციპლინო წესდებისა და დასაცავ ობიექტებზე მოქმედი დაცვითი ღონისძიებების განხორციელების მუდმივმოქმედი გეგმების მოთხოვნათა შესაბამისად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველი მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფროსებსა და სამორიგეო სამსახურს ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა და ფაქტის შესახებ.

    მუხლი 38.

ოჯახური პირობების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, თანამშრომელი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან ხანმოკლე ვადით გათავისუფლების თაობაზე, სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 39.

ზემდგომი თანამდებობის პირები ვალდებული არიან გულისხმიერად მოეკიდონ თანამშრომელთა მდგომარეობას და ხელი შეუწყონ კანონმდებლობით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობაში, ხელმძღვანელ პირებს წარუდგინონ მოსამსახურეთა წინადადებები, შუამდგომლობები და ინიციატივები.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

    მუხლი 40.

კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შრომისუუნარობის ფურცლის საფუძველზე, მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც გაფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულება №1050 – ვებგვერდი, 20.11.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“, №158, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117070-1/