საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2003 ბოლო ცვლილება 19.04.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 16/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №203

2003 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

    საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის  უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 მაისის ბრძანებულება №301 - სსმIII, №62, 02.05.2006წ., მუხ.791

 

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 მაისის ბრძანებულება №301 - სსმIII, №62, 02.05.2006წ., მუხ.791

2. დამტკიცდეს საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესი.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 მარტის ბრძანებულება №78 - სსმIII, №23, 04.03.2004წ., მუხ.217

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად, სააგენტოსათვის შესაბამისი დაფინანსების გათვალისწინების მიზნით დააჩქაროს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

5. ეს ბრძანებულება მე-4 მუხლის გარდა ამოქმედდეს 2003 წლის 13 მაისს.

6. ამ ბრძანებულების მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესი

    მუხლი 1

წინამდებარე წესი დამტკიცებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოთა მართვის სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო) სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის პირობებს.

    მუხლი 2

1. სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის შესახებ დებულებას ამტკიცებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

2. კონკურსის გარეშე სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (საწარმოების) აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ:

ა) საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე აფხაზეთისა და/ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე, შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 მაისის ბრძანებულება №325 - სსმIII, №56, 13.05.2005წ., მუხ.614

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 11 ივლისის ბრძანებულება №410 - სსმIII, №92, 12.07.2006წ., მუხ.1230

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №256 - სსმIII, №55, 20.04.2007წ., მუხ.590

    მუხლი 3

1. ამ წესის შესაბამისად სხვა სუბიექტზე აქციების (წილების) მართვის უფლებით გადაცემა ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელიც იდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და მოცემულ სუბიექტს შორის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში აქციები (წილები) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვის უფლებით უბრუნდება სააგენტოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, №203, 11.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.03.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117148-2/