ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №2
2011 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
ბრალდებულთ ა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დამცველთა/ადვოკატთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
მუხლი 2
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელოს თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.
მუხლი 4
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 5
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №89 ბრძანება.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. სულაბერიძე
+
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №2
2011 წლის 4 იანვარი
2011
წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
ბრალდებულთა
და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დამცველთა/ადვოკატთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დამცველთა/ადვოკატთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
მუხლი 2🔗
მუხლი 2
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3🔗
მუხლი 3
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელოს თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.
მუხლი 4🔗
მუხლი 4
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 5🔗
მუხლი 5
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.
მუხლი 6🔗
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №89 ბრძანება.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №89 ბრძანება.
მუხლი 7🔗
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. სულაბერიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“, №2, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1171524-1/