"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №40
2010 წლის 28 დეკემბერი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის დადგენილება №9- ვებგვერდი, 24.03.2011წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დადგინდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის დადგენილება №9- ვებგვერდი, 24.03.2011წ.
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასი დგინდება ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ან ქონებას არ გააჩნია ნარჩენი საბალანსო ღირებულება, მისი რეალური ღირებულების დადგენა ხორციელდება დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი, ექსპერტი) სათანადო დასკვნის შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხიმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, თუ არ მოხდა გამოტანილი ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.
დანართი №2
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების (უძრავი, მოძრავი) სარგებლობაში გადაცემის წლიური ქირა განისაზღვროს ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის დადგენილება №9- ვებგვერდი, 24.03.2011წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის დადგენილება №15- ვებგვერდი, 14.04.2011წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დადგინდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის დადგენილება №9- ვებგვერდი, 24.03.2011წ.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის დადგენილება №15- ვებგვერდი, 14.04.2011წ.
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასი დგინდება ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ან ქონებას არ გააჩნია ნარჩენი საბალანსო ღირებულება, მისი რეალური ღირებულების დადგენა ხორციელდება დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი, ექსპერტი) სათანადო დასკვნის შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხიმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, თუ არ მოხდა გამოტანილი ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.
დანართი №2
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების (უძრავი, მოძრავი) სარგებლობაში გადაცემის წლიური ქირა განისაზღვროს ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ", №40, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.107.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172363-1/