"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2010 ძალადაკარგული 14.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 210111, 21/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

 დადგენილება №32

2010 წლის 31 დეკემბერი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-პუნქტის “თ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 19 მაისის №7 დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალური ქონების მართვისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

   3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                  ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №09- ვებგვერდი, 18.03.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

 

   მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური

   1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალური ქონების მართვისა და შესყიდვების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულები სა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

   მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

   1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

   2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილ ე ბები და სამსახურე ო ბრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დ. ლენტეხი, თ. მეფის ქუჩა 24.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №09- ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები        

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშევებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტის მოვლა-პატრონობას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განისაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულების მომზადების საკითხებზე;

ვ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალიტეტის პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ი) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალიტეტის პროგრამების განხორციელების მონიტორინგს.

კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალიტეტის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

მ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ნ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ო) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ი სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №09- ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

    მუხლი 5. (ამოღებულია - 25.02.2011წ, №09)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №09- ვებგვერდი, 18.03.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №32, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174456-1/