აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2011 ბოლო ცვლილება 03.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.102.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240111, 24/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №7

2011 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1);

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ს. გურჩიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

დანართი №1

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება

    მუხლი 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

2. ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. (ამოღებულია).

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.

3. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.

    მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში

ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოს ა და გამგეობასთან;

ბ) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან;

გ) ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ვ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;

ზ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 4. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში

ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

     მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში

ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

     მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში

ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადად ებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 7. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 8. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში

სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;

ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 9. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;

ბ) მონაწილეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;

გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის სარიტუალო მომსახურებას;

დ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 10. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

    მუხლი 11. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები უსაფრთხოების დაცვის სფეროში

უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;

ბ) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და ეპიდემიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №7, 10.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1177003-1/