"თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.01.2011 ძალადაკარგული 29.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1/1
სარეგისტრაციო კოდი
410010020.35.111.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240111, 24/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №1/1

2011 წლის 13 იანვარი

ქ. ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3/20-ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის დადგენილება N6/8 - ვებგვერდი, 02.03.2015წ.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად :

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება № 3/2 0 -ვებგვერდი, 10.03.2011წ.

1. დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები თანახმად დანართი №1-ისა.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს და საქმეებს განიხილავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი (საიდენტიფიკაციო ნომერი 415101507).

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება № 3/2 0 -ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის დადგენილება N6/8 - ვებგვერდი, 02.03.2015წ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17იანვრის დადგენილება №3/4 - ვებგვერდი,18.01.2018წ.

ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №6/11- ვებგვერდი, 22.02.2018წ.

 

3.    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   

ი. საღინაძე

დანართი 1

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3/20-ვებგვერდი, 10.03.2011წ.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის დადგენილება N6/8 - ვებგვერდი, 02.03.2015წ.

    მუხლი 1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის დადგენილება N6/8 - ვებგვერდი, 02.03.2015წ.

 

მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის დადგენილება N6/8 - ვებგვერდი, 02.03.2015წ.

 

მუხლი 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:

1. არ დაუშვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს გაშვება მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ ის გარეთ;

2. მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს შენახვის წესები.

 

მუხლი 4 . უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად .

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 24 თებერვლის დადგენილება № 3/2 0 -ვებგვერდი, 10.03.2011წ.

 

მუხლი    5. აღნიშნული წესის დაღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადაღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ", №1/1, 13.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 410010020.35.111.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1181068-4/