ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.01.2011 ძალადაკარგული 07.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 260111, 26/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №6

2011 წლის 11 იანვარი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 26 აგვისტოს №134 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          

ა. ხუნდაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 07.07.2011წ.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №59 -  ვებგვერდი, 13.10.2011წ.

4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2012წ.

დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

წინამდებარე დებულება უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განსაზღვრავ ს სამსახურის (შემდგომი – სამსახური) ფუნქციებს და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

თავი I

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით მ მართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.

1.2. სამსახურისათვის საქმიანობის წარმართვას მომქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

1.3. სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს და ექვემდებარება აღნიშნულ ორგანოს. იგი სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელი რგოლია მუნიციპალიტეტში. ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.

1.4. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

1.5 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით“ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტები თ.

1.6. (ამოღებულია - 15.04.2011წ, №35).

1.7. სამსახურს აქვს დებულება.

1.8. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

1.9. სამსახურის მისამართია ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

თავი II

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და ამოცანები

2.1. სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.

2.2. სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონელი, მომსახურებისა და საამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

2.3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა.

2.4. სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;

2.5. სახელმწიფო შესყიდვების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება, საჯაროობისა და გამჭირვალობის ხელშეწყობა.

2.6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება. საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

2.7. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა და გამგებლისთვის წარდგენა.

2.8. შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების, გარიგებებისა და ხელშეკრულების მომზადება. მათი შესრულების კონტროლი და ინსპექტირება.

2.9. საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ დადგენილი შესყიდვების განხორციელების საშუალებების ორგანიზება.

2.10. საკრებულოს, გამგეობის და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების, საოფისე ტექნიკის სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების მოვლა-პატრონობა, რემონტი, დაცვა და ტექნიკური მომსახურეობა.

2.11. საკრებულოს, გამგეობის მომარაგება საოფისე ტექნიკითა და მასალით.

2.12. მომქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსახორციელებელი სხვა ფუნქციების განხორციელება.

2.13. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

თავი III

მუხლი. 3. სამსახურის სტრუქტურა და შრომის ორგანიზაცია

3.1 სამსახურის სტრუქტურა:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

გ) სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;

დ) სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

ე) მძღოლები – უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადაადგილებას.

3.2 სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით; სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

3.3 სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის ზუსტ ორგანი ზ აციას და პერსონალურად პასუხსაც აგებს სამსახურზე, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მუნიციპალური შესყიდვების სწორ განხორცილებაზე:

ა) ანაწილებს ფუნქციებს მუშაკთა შორის, კონტროლს და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

ბ) ამ დებულებით ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და სამუშაო გეგმის გამგებლისათვის წარდგენს;

გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, წახალისების ან დისციპლინ ური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ვ) უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოებების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებებს.

3.4 სამსახურის უფროსს და სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3.5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე უფროსის მოვალეობას ასრულებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

3.6. სპეციალისტი, სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში, უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ტენდერების შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს და ინსპექტირებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას და წარდგენას საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად.

3.7.  სპეციალისტი, მატერიალური მომსახურების საკითხებში, უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, გამგეობის სამსახურებს და ტერიტორიულ ორგანოებს საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკითა და საოფისე მასალებით;

ბ) ინვენტარის, ტექნიკის და სხვა აღჭურვილობის სარგებლობის წესის დაცვას.

გ) საკრებულოს, სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; საწვავ-საცხები მასალებით სამსახურების უზრუნველყოფ ა ს.

3.8 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი – ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას. ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 14.02.2012წ.

თავი IV

    მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახური უფლებამოსილია:

4.1. დააყენოს გამგებლის წინაშე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი, თუ შესყიდვა არ ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  შესაბამისად.

4.2. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს გამგებელს.

4.3. განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები (საქონელი, მომსახურება და სამუშაო), საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად.

4.4. მოახდინოს დადებული ხელშეკრულების და გარიგებების ინსპექტირება და კონტროლი ხელშეკრულებისა და გარიგების პირობების შესაბამისად.

4.5. კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას.

4.6. უზრუნველყოს საკრებულო, გამგეობის სამსახურები და ტერიტორიული ორგანოები მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

თავი V

    მუხლი 5. სამსახურის თანამშრომლების უფლებები

5.1. სამსახურის თანამშრომლების უფლებები:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

თავი VI

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლების ვალდებულებანი

6.1. სამსახურის თანამშრომლების ვალდებულებებია:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლების არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განურჩევლად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და ქონებას.

თავი VII

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

7.1. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.2 (ამოღებულია).

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №35 -  ვებგვერდი, 03.05.2011წ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 07.07.2011წ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №59 -  ვებგვერდი, 13.10.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №6, 11.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1181887-4/