"ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2011 ძალადაკარგული 21.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
120260000.35.115.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 260111, 26/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

201 1 წლის 20 იანვარი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის დადგენილება № 05 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის  თანახმად: 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის დადგენილება № 05 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება /თან ერთვის/ .

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 აპრილის №18 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 5 თებერვლის დადგენილება №05 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის დადგენილება № 05 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახურს უფლება აქვს:

ა) აღრიცხვაზე აყვანასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები , საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ბ) (ამოღებულია- №25, 06.05.2011)

გ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის დადგენილება № 05 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს გამგეობის წინაშე სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუქნციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალური განაწილების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

   

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №03, 20.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.115.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1187198-2/