სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2011 ბოლო ცვლილება 01.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 35 07 02) და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 21.02.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო და სამინისტროს სისტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განვითარება და განახლება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და განახლება.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

 1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება;

გ) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

დ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

ე) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ვ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ზ) სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა.

2. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა)ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

ბ)ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა;

გ) სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა.

3. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №76-ვებგვერდი,21.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციისათვის სამედიცინო-ტექნიკურ დავალებას სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №76-ვებგვერდი,21.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამას 2011 წლის 1 აპრილამდე ახორციელებს სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“, ხოლო 2011 წლის 1 აპრილიდან პროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1.  „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 14 000 000 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებით)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

13,176,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

3,500,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის" შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

1,400,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21)

5,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის

 (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

3,000,000.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის

 (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

1,860.0

ზ)

სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა

264,100.0

2

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

723,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

480,000.0

3

აღჭურვის კომპონენტი

100,000.0

 

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა

100,000.0

 

სულ

14,000,000.0

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №76-ვებგვერდი,21.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №39, 26.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192336-2/