ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2011 ბოლო ცვლილება 27.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 44

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი № 1).

2. დამტკიცდეს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი № 2).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №8 7 – ვებგვერდი, 26 .04.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 7 – ვებგვერდი, 1 8 .02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის დადგენილება № 3 22  – ვებგვერდი, 05.05.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის დადგენილება №133 - ვებგვერდი, 26.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21  თებერვლის დადგენილება №94  - ვებგვერდი, 22.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8  ივნისის დადგენილება №322  - ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 05.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №636 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.

 ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

− შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

− შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

− საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;

− საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

− იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი − კომისიის წევრი;

− სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

− შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;

− შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე − კომისიის მდივანი.

დანართი №2

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის № 885 განკარგულებით.

2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;

გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება;

ე) კომისიის დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების და მიზნების შესრულების პროცესში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; აგრეთვე – უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვის მიზნით;

დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

4. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

6. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

9. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

10. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.

11. კომისია, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 7 – ვებგვერდი, 1 8 .02.2014წ.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №44, 26.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192436-8/