ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
ნომერი
№2/2
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 010211, 01/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2/2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე- 60, 20 2-206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №1/6 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდელის დაწესების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ . მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №4/1 -  ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №5/2 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.

 დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები ( მა თ შორის გაკულტურებული)

22

2

საძოვრები ( მათ შორის გაკულტურებული)

18

3

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

40

4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები

90

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება № 4/1 -   ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №5/2 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.

    მუხლი 5 (ამოღებულია)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება № 4/1 -   ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

 

მუხლი 6. (ამოღებულია)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება № 4/1 -   ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

    მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

№

ტერიტორია

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. თეთრიწყარო , დაბა მანგლისი

1

0.24

0.24

2

სოფლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია

0.5

 0.24

0.12

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება № 4/1 -   ვებგვერდი, 04.04.2011 წ.         

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №5/2 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.                                                          

    მუხლი 7​1

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი ( მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება № 4/1 -   ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის დადგენილება №5/2 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №2/2, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1193092-2/