იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ბოლო ცვლილება 16.06.2020
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
070010110.22.027.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
5 +

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №21

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესის ა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონის 71-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს :

ა) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი (დანართი №1);

ბ) იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები სა და წესი ს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №141 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონები დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი


დანართი №1

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი

    მუხლი 1

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის)  გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.  ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

2.  აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო  აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით;

ბ) ქონების  საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების  50%;

გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების  პროცედურებს;

ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე.

2​1. იმ შემთხვევაში, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აუქციონის შედეგი გაუქმდა ზედიზედ ორჯერ, დადგენილი წესით გამოცხადებულ ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის  შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge .

4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. 

 5. აუქციონის შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი  აუქციონის შესახებ  ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 25.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ.

    მუხლი 2

1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია, გარდა ავტორიზებული პირის მეშვეობით ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებისა;

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე  თანხმობის გაცხადება.

2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.

2​1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას . ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება.

2​2 . ამ მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება ავტორიზებულ პირთან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად შესაბამის ანაზღაურებას იღებს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც  ჩანს „ონლაინ’’ რეჟიმში.  ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. განმეორებით ან მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ  აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5. (ამოღებულია - 21.11.11 №148).

6. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული  ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

6​1. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს  აუქციონში გამარჯვებულ პირს.

7. თუ აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XIV​1 თავით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ.

    მუხლი 3

1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს განმეორებით აუქციონს. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.

2. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

3. (ამოღებულია - 01.07.11 №84). 

4. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

5. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

6. (ამოღებულია - 17.01.12 №12).

7. თუ ქონების რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

8. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში , აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება,  რომელი ც:   

ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს  განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას;

ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება  მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით.  თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.

9. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება,  რომელიც:

 ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე  უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს;

ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს;

10. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებული აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი.

11. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ჩატარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა დადგენილ ვადაში, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც:

ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში, გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს;

ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

დანართი №2

იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის  ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს და პირობებს და წარმოეშვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

2. მომხმარებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას იძენს www.nbe.gov.ge ან/და  www.eauction.ge ვებგვერდების მეშვეობით.

    მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

2. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

3. ვებგვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

    მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ („დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

    მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში“, საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას“.

8. ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.

9. ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 25.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

    მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო  უფლებამოსილია:

ა) ვებგვერდზე განათავსოს ნებისმიერი ცვლილება აუქციონის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

გ)  შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა ქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამის განკარგულებას.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციონის ჩატარების პროცედურები;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს  მიერ დადგენილ დროში აანაზღაუროს ქონების ღირებულება და უზრუნველყოს  შეძენილი ქონების გატანა.

5 . მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

    მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკო გარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური  ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებ ე ლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური  ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური  ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ.

6. (ამოღებულია - 17.01.12 №12).

7. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

8. ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ.

    მუხლი 8. შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად  გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

2. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული ვადაში, იგი კარგავს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

    მუხლი 9. კონფიდენციალობა

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“, №21, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.016092 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1193802-5/