ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 18.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2-8
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.156.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 03/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №2-8

2011 წლის 31 იანვარი  

 ქ. დმანისი

 

 
                                       

 

 

 

 

 

 
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1 . შემოღებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დმანისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 მარტის №71 დადგენილება;

ბ) „დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 16 ოქტომბრის №12-28 დადგენილება;

გ) „დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 აგვისტოს №15-41 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვექყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმ ჯ დომარე ბ. მგელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.

 

 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის -საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ები ა:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი / ჰა

1

სახნავი

82

2

საკარმიდამო

82

3

სათიბები

18

4

საძოვრები

15

5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

30

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

    მუხლი 5 (ამოღებულია)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

    მუხლი 6 (ამოღებულია)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

    მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია :

 

 

№

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქალაქი დმანისი

0.24

1,3

0,31

2

დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები

 0.24

 0,7

 0,17

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

       მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი , შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

    მუხლი 8​1

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) ავტოფარეხები.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №5-17 - ვებგვერდი, 04.04.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №2-8, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.156.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1194225-1/