დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 28.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2-9
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.156.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 03/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-9

2011 წლის 31 იანვარი

ქ.დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესახებ“  საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 12 - ვებგვერდი, 22.03.2013 წ.

 1 . დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) უძრავ ნივთებზე:

 ა.ა) ქ. დმანისში – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 10% ;

 ა.ბ) სხვა ტერიტორიებზე – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 5% ;

 ბ) მოძრავ ნივთებზე – ნივთის ღირებულების 5%.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 8 მაისის №7-18 დადგენილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ .”.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმ ჯ დომარე          ბ . მგელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 22.03.2013 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №2-9, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.156.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1194240-1/