ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 02.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200; 201-ე: 202-ე; 203-ე; 204-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს ქონების გადასახადი.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 2

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 3

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის  განაკვეთი განისაზღვროს:

ა) საწარმოსათვის,ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების). მიხედვით;

ბ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ბ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტით;

ბ.ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტით.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 4

გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებლები და ავტოფარეხთა მფლობელები.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 5

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 7 მარტის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 21.03.2011წ.

    მუხლი 6

მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 ჰა-ზე:

ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: 65 ლარით;

ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

ა.ბ) სათიბი – 17 ლარი, საძოვარი-12 ლარი;

ა.გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე: ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 7 მარტის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 21.03.2011წ.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1.0 ჰა-ზე 3 (სამი) ლარით.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 7 მარტის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 21.03.2011წ.

    მუხლი 8

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      დ. კაკაბაძე

     შეტანილი ცვლილებები:

1.  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 21.03.2011წ.

2.  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 04.04.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №2, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1194279-2/