დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 06.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.152.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 03/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლი ს 31 იანვარი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად:

1. განისაზღვროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

ა) უძრავ ქონებაზე (გარდა მიწისა) – ქალაქში და დაბებში სასარგებლო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე საპრივატიზებო საფასურის 10(ათი) პროცენტი წელიწადში”, ხოლო სოფლებში სასარგებლო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე საპრივატიზებო საფასურის 06(ექვსი) პროცენტი წელიწადში;

ბ) მოძრავ ქონებაზე –  საპრივატიზებო საფასურის 10(ათი) პროცენტი წელიწადში;

გ) (ამოღებულია - 28.02.11 №9);

დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე 10 (ათი) ლარი წელიწადში;

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 ოქტომბრის №13 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №2, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.152.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195329-1/