"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2011 ბოლო ცვლილება 03.05.2011
ნომერი
№01
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.133.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №1

2011 წ ლის 1 თებერვალი

 დ. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის დადგენილება №16- ვებგვერდი, 12.04.2011წ.

 1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის რეკომენდაციის გათვალისწინებით დაბა ხელვაჩაურში ზონირება არ განხორციელდეს.

2. დადგინდეს დაბა ხელვაჩაურში ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL=1,0.

3. დადგინდეს დაბა ხელვაჩაურში მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K=300.

     4. დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის №3 დადგენილება.

6. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. ფარტენაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის დადგენილება №16- ვებგვერდი, 12.04.2011წ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ხელვაჩაურში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN= IMG x ITLLx C x K, ს ადაც:

ა) CN ა რის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG ა რის დაბა ხელვაჩაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს;

გ) ITLL ა რის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის –1-ს;

დ) C ა რის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – aრის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 300-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხელვაჩაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,38

1

0,24

300

27.36

 

    3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.94 ლარს;

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი დაბა მახინჯაურისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 27.36 ლარს;

5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 54%-ის ოდენობით და იგი შეადგენს –14,77 ლარს.

6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (სენაკი-ფოთი-სარფი) და (ბათუმი (ანგისა)-ახალციხე) 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 70 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 19.15 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-5 პუნქტით დადგენილი ფასები.

  7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხელვაჩაურისათვის დადგენილი ფასის 360 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 98.50 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ", №01, 01.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.133.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197809-1/