არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2011 ძალადაკარგული 06.09.2019
ნომერი
№8/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 070211, 07/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №8/ნ

201 1 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.

დანართი

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.

    მუხლი 2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების უფლება

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურების ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.

2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.

    მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებას ახდენს შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) არსებული კომისია (შემდგომში – კომისია).

2. დაწესებულება, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამტკიცებს განცხადების განხილვის პროცედურას, ადგენს განცხადების წარდგენის ვადას; განსაზღვრავს კომისიის საქმიანობისა და სათანადო დოკუმენტით დადასტურებული, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებად ჩათვლის წესს; გამოცდის ჩატარების თავისებურებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 4. წარსადგენი დოკუმენტები

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას არაფორმალური გზით მიღებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროფესიით პრაქტიკული მუშაობის ვადის, განხორციელებული საქმიანობის ან/და არსებული კომპეტენციების შესახებ (ცნობა, სერტიფიკატი და ა.შ.).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დაწესებულებას უფლება აქვს, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველს მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესამოწმებლად.

     მუხლი 4​1. კომისიის შექმნა

1. კომისიის წევრების დანიშვნა ხდება დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;

ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი (დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი);

გ) შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები;

დ) დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები არ უნდა წარმოადგენდნენ დაწესებულების თანამშრომლებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების მიღება

1. განცხადების განხილვის პროცედურის ეტაპებია: ამ წესის მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება; არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ჩათვლა; გამოცდის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. დაწესებულება ამოწმებს განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას გამოცდის ჩატარების შესახებ, რომელშიც აღინიშნება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ფლობაც დადასტურდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, და კომპეტენციები, რომლებიც უნდა შემოწმდეს გამოცდით.

3. წარდგენილი დოკუმენტაციისა და გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას არაფორმალური განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

4. არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოიცავს:

ა) დაწესებულების დასახელებას;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;

დ) არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის თაობაზე, პროფესიული განათლების რომელ საფეხურს ან მის ნაწილს შეესაბამება განმცხადებლის კომპეტენციები, ხოლო არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მითითებას შესაბამისი კომპეტენციების არარსებობის შესახებ, და შესაბამის დასაბუთებას;

ე) ცალკეული კომპონენტების შეფასებებს;

ვ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.

5. ცალკეული კომპონენტები უნდა შეფასდეს პროფესიული განათლების კრედიტებით გაანგარიშების წესით გათვალისწინებული შეფასების სისტემით.

6. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

7. გადაწყვეტილებას ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი და წარუდგენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით.

    მუხლი 6. ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №171/ნ - ვებგვერდი, 07.09.2012წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“, №8/ნ, 03.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197912-1/