"ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.136.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 160211, 16/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1

2011 წლის 28 იანვარი

დ. ხულო             

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების, 12​1 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნ ე ს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

    მუხლი 2

განისაზღვროს მოსაკრებლების შემდეგი ოდენობა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოსა და კურორტ „ბეშუმის“ ტერიტორიაზე ახლად ასაშენებელი და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1კვ.მ-ზე 1 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0.50 ლარი, საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარი;

2. „ბათუმი-ახალციხე“ საავტომობილო გზის „ზომლეთი-ლოდიძირის“ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ოცდახუთმეტრიანი ზოლი) საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სანებართვო მოსაკრებელი პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1კვ.მ-ზე 1 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლებისათვის, დამხმარე მეურნეობის სადგომებისა და სათავსებისათვის – 0.50 ლარი;

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებ ე ლი ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარი, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 10 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე თვეში.

    მუხლი 3

დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია თანახმად დანართისა 1.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 4

დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართისა 2.

    მუხლი 5

დამტკიცდეს იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობის გამოანგარიშების ცხრილი, თანახმად დანართ 3-ისა.

    მუხლი 6

ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 7

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №18 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“,  2007 წლი ს 11 აპრილი,  №55, გვ.17).

 

    მუხლი 8

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ნ. თავართქილაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

                                       დანართი 1                                                                   

ინსტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

  ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. (ამოღებულია - 25.03.2011, №21).

2. (ამოღებულია - 25.03.2011, №21).

3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელი

  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის წესი

1. მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებ ე ლი გადაიხდევინება წინასწარ, მთლიანად, მშენებლობის უფლების მინიჭებამდე, დადგენილი ნებართვის სპეციალური ფორმის გაცემის წინ.

2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ. რეკვიზიტები: ბანკის კოდი – 220101222; ანგარიშის №200122900; შემოსულობის კოდი – 300723090.

3. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

1. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

2. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.

    მუხლი 5. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

                                                                    დანართი 2                                                                   

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის

გადახდის ინსტრუქცია

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი აწესრიგებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს, მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში– „მოსაკრებელი“) არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

 მოსაკრებლის გადამხდელია ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:

ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარი თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

M = (N X C X K)/12, სადაც

M – მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;

C – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში – 10 ლარი;

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).

3. ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

6. მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.

8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების დაწესებულებებისა და იურიდი უ ლი პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გად ა ხდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხულოს მუნიციპალიტეტ ის დაბა ხულოში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ ი თვის დასრულებასთან ერთად.

4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.

5. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ხულოს მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

    მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, რეკვიზიტები: ბანკის კოდი –220101222; ანგარიშის № 200122900; შემოსულობის კოდი -300723189.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტყობინების ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.

ა) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე) გადახდის ადგილი.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

                                                                                                                                               დანართი 3

იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობის გამოანგარიშების ცხრილი

(ამოღებულია - 25.03.2011, №21).

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ", №1, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198433-1/