"ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 18.04.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.136.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 160211, 16/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №8

2011 წ ლის 28 იანვარი

 დ. ხულო                  

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

1. შემოღებულ იქნას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი;

2. განისაზღვროს ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

4. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 თებერვლის №07 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 28 თებერვალი 2009 წელი, №23, გვ.8).

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. თავართქილაძე    

შეტანილი ცვლილებები:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

დანართი                                                                     

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

      მუხლი 1. დაბეგვრის ობიექტი

1. რეზიდენტი საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.

2. არარეზიდენტი საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება).

3. ორგანიზაციებისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში (გარდა ლიზიანგით გაცემულისა) არსებული ან ლიზინგით აღებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე ეკონომიკ უ რი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები.

5. საქართველოს ან უცხოური საწარმოებისათვის, ორგანიზაციისათვის ან\და ფიზიკური პირებისათვის მიწაზე ქონების გადასახადის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახ ა დო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) საკუთრებაში არსებული მიწა;

ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

    მუხლი 2. ქონებაზე გადასახადის განაკვეთები

1. ამ დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით.

2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აწარმოებენ საქმიანობას წყალმომარაგების საქმეში, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.1 პროცენტის ოდენობით.

 3. ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.

4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

საბაზისო განაკვეთი  (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

60

52

 

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

 

16

10

19

15

 

5. ამ დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დადგენილია წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით.

6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები გამოიანგარიშება გადასახადის საბაზო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე (I ზონა – 1.5; II ზონა - 1.0, III ზონა - 0.5). აღნიშნულიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შეადგენს:

ა) I ზონა – დაბა ხულოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია და კურორტ „ბეშუმი ს“ ტერიტორია – 0.36 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე;

ბ) II ზონა – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის: ვაშლოვანის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ვაშლოვანის, სხალთის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ სხალთის, ფუშრუკაულის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ფუშრუკაულის, ხიხაძირის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ხიხაძირის, თხილვანის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ თხილვანის, დიოკნისის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დიოკნისის, რიყეთის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ რიყეთის, დიდაჭარის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დიდაჭარის, საციხურის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ საციხურის, დეკანაშვილების ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დეკანაშვილების, ღორჯომის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ღორჯომის, აგარის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ აგარის ტერიტორია – 0.24 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე;

გ) III ზონა – ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სოფლებისა) – 0.12 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე.

7. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის საქართველოს მთავრობის მიერ ერთ ჰექტარზე 3 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის შესაბამისად განსაზღვრული გადასახადის განაკვეთით.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ", №8, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.136.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198574-1/