მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2011 ძალადაკარგული 07.08.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/3
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.159.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №2/3

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. მარნეული 

მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონების ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

1. დაწესდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების გადახდის წესი და ვადები.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1/3 დადგენილება „მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, სათამაშო ბიზნესის და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების ადგილობრივი მოსაკრებლების და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ”.

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ი. ქერიმოვი

შეტანილი ცვლილებები:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №18/1 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვ რის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2012 წ.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.

 

 

თავი 1 . ადგილობრივი მოსაკრებელი

 

ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება:

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

თავი 2 . მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამარ თ ლებრივ საფუძველს.

2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

    მუხლი 2. ნებართვის გაცემის ობიექტი

მშენებლობის ნებართვა გაიცემა: მშენებლობაზე; რეკონსტრუქციაზე; დემონტაჟზე; დრ ო ებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე.

    მუხლი 3. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მეორე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

    მუხლი 5. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება.

მოსაკრებლისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა.

    მუხლი 6. მოსაკრებლის განაკვეთი.

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაიყოს ზონებად და მოსაკრებლის განაკვეთი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქი – კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე 1 კვ. მეტრზე – 1 (ერთი) ლარი. საცხოვრებელ სახლზე – 50 თეთრი 1 კვ.მ;

ბ) სოფელი – კომერციული საქმიანობის ნაგებობაზე – 70 თეთრი 1 კვ.მ საცხოვრებელი სახლზე – 30 თეთრი. 1 კვ.მ.

    მუხლი 7. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 8. მშენებლობის ნებართვის გამცემი

მარნეულის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

 თავი 3 . მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

    მუხლი 9. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.

    მუხლი 10. მოსაკრებლის განაკვეთი

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით თვეში.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის გარდა სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიებისა განისაზღვროს 20 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.

3. სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიების მოსაკრებელი განისაზღვროს სამუშაო ფართის (სავაჭრო დარბაზი) ყოველ 1 კვ/მ 50 თეთრის ოდენობით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2012 წ.

    მუხლი 11. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდიდან თავისუფლდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

    მუხლი 12. ბიუჯეტიდან დაფინანსება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების  გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

    მუხლი 13. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

1. ეს წესი აწესრიგებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში –მოსაკრებელი) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისად უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.

    მუხლი 14. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

6 მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

7. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად.

10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

11. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილ იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომისას არსებული მოსაკრებლის განაკვეთი, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

    მუხლი 15. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება.

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმოქმნელთა მიერ მარნეულში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

5. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

6. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ მარნეულში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.

7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მარნეულიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.

    მუხლი 16. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები.

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე) გადახდის ადგილი.

3) მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

4) გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

    მუხლი 17. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის.

მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს – მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურს.

თავი 4 . სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

    მუხლი 18. მოსაკრებლის განაკვეთი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 000 ლარი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/2 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №18/1 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.

თავი 5. ადგილობრივი მოსაკრებლების ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.

    მუხლი 19

ადგილობრივი მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“, №2/3, 03.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.159.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198688-4/