მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2011 ძალადაკარგული 31.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/5
სარეგისტრაციო კოდი
200160010.35.159.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა    №2/5

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. მარნეული   

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზურფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5 პროცენტით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ნოემბრის №15/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.

3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №3/5 - ვებგვერდი, 17.03.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №2/5, 03.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200160010.35.159.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198752-1/