ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2011 ძალადაკარგული 16.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.144.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 090211, 09/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №8

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ქარელი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 აპრილის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე   პ. ღვინიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 79 ლარი.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებზე (მათ შორის გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 15 ლარი.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 6

ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ქარელში

0,24

0,6

0,14

2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ ქარელისა

0,24

0,46

0,11

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

    მუხლი 9

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

    მუხლი 10

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №8, 04.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.144.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199733-3/