"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2011 ძალადაკარგული 08.11.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.136.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №9

2011 წლის 3 თებერვალი  

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 დეკემბრის № 24 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 2010 წ, 7-8 იანვარი, № 2, გვ.7,8).

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                        ნ. თავართქილაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.

2. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

3. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

4. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის დადგენილება №01 - ვებგვერდი, 31.01.2013წ.

5. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის დადგენილება №05 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

                                                      დანართი  

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის დადგენილება № 1 5 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 06.04.2011წ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.06.2011წ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის დადგენილება №01 - ვებგვერდი, 31.01.2013წ.   

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის დადგენილება №05 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.                                                               

         ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილება.

მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები

1.

1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ა)  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

ა.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ) გამგებლის თანაშემწე: 

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

გ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.გ) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.

გ.დ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

გ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

დ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.

დ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ე) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:

ე.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ე.ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“.

ე.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ვ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – კადრები, არქივის საკითხებში:

ვ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ვ.ბ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 

ზ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ტერიტორიულ ერთეულებთან მუშაობის საკითხებში:

ზ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ზ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

ზ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 

თ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – მდივან რეფერენტი:

თ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

თ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

თ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 

ი) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – IT სპეციალისტი:

ი.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ი.ბ) IT კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა;

ი.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

ი.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ი.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (eqsel);

კ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებში:

კ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

კ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

კ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ლ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ საკითხებში:

ლ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ლ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

ლ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

მ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი: 

მ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

მ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

მ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

მ.დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ.ე) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;

მ.ვ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

მ.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ნ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:

ნ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ნ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ნ.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

ნ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word).

ო) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი: 

ო.ა) უმაღლესი განათლება;

ო.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ო.გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ო.დ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ო.ე) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

ო.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

პ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი: 

პ.ა) უმაღლესი განათლება;

პ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

პ.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ.დ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილება;

პ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word).

2. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ა) სამსახურის უფროსი: 

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ვ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.ზ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილება;

ა.თ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი :

ბ.ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ;

ბ.ბ) „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონი ;

ბ.გ) „ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონი ;

ბ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი ;

ბ.ე) „ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილება;

ბ.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცით ი მოწყობის , მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი :

გ.ა) უმაღლესი განათლება; 

გ.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

გ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში:

ე.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ე.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში:

ვ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ვ.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი:

ზ.ა) უმაღლესი განათლება;

ზ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.გ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.დ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.ე) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.ვ) „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულება;

ზ.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

თ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში:

თ.ა) უმაღლესი განათლება;

თ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ.გ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ.დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ.ე) „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულება;

თ.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ი) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი:

ი.ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

ი.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; 

ი.გ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ი.დ) „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება.

ი.ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ი.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

კ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში:

კ.ა) უმაღლესი განათლება;

კ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; 

კ.გ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

კ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel).

3. გამგეობის ზედამხედველობის სამსახური :

ა ) სამსახურის უფროსი :

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი'';

ა.გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 60​1 მუხლის პირველი ნაწილი, 119​1, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 145-ე, 150-ე, 150​1, 152-ე, 152​2, 159-ე, 159​1, 175​1, 179​2. მუხლები.

ა.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი :

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი'';

ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

გ ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი :

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

გ.ბ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი''.

გ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

4. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური;

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ა.გ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი. 

ა.დ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;  

ა.ე) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ა.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel); 

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსი :

ბ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ბ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ბ.გ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;   

ბ.დ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში :

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება; (საბუღალტრო)

გ.ბ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; 

გ.გ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

გ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი: 

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

დ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებში:

ე.ა)  უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ე.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი:

ვ.ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ვ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ვ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ვ.ე) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ვ.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);

ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში:

ზ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (საბუღალტრო);

ზ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel).

5. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსი :

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

გ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი :

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

დ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word).

ე) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი:

ე.ა) უმაღლესი განათლება;

ე.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

6. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური:

ა) სამსახურის უფროსი: 

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

ა.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი 

ბ.დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

გ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

გ.ბ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

გ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

7. გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

ა.გ) „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; 

ა.დ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ა.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ) გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

გ) გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტები:

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

გ.ბ) „სამხედრო სავალდებულო სამახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

8. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური;

ა)  სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის III და V თავები;

ა.დ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

ა.ე) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

ა.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ა.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ა.თ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

ბ) მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური საფინანსო ეკონომიკური განათლება;

ბ.ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

ბ.დ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

ბ.ე) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ბ.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

9. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები.

ა) ხულოს მუნიციპალიტეტის რწმუნებული:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  24 სექტემბრის №24 დადგენილება; 

ა.გ) „თვითმმართველი ერთეულის - ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №12 დადგენილება; 

ა.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word).

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ბ.ბ) „თვითმმართველი ერთეულის - ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №12 დადგენილება;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი, საშუალო სპეციალური ან ზოგადი განათლება;

გ.ბ) „თვითმმართველი ერთეულის - ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №12 დადგენილება;

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ", №9, 03.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1200241-5/