"ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.016225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის (№3153-რს) პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №117 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №70, მუხლი 748) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად შეიმუშაოს ტექნიკური რეგლამენტი ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიმართ;

ბ) შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მოამზადებს რეკომენდაციებს ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად;

გ) განუსაზღვროს ჯგუფს ამოცანები და ვადები ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური